საფეხბურთო კლუბ გორის "დილაში" უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა, რის გამოც 9 ოქტომბერს გუნდმა ვარჯიშზე უარი განაცხადა.
ამასთან დაკავშირებით, კლუბის ოფიციალურმა საიტმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს თანადგომისკენ მოუწოდა:
"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც უკვე რვა ტური მიილია, გორის "დილა" მესამე ადგილს იკავებს.
მიუხედავად გუნდის წარმატებული სტარტისა, კლუბში ფინანსური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და დავალიანება ოთხ თვეს შეადგენს. მიუხედავად ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან იმედისა, კვლავ გაურკვეველი მდგომარეობაა კლუბში.
9 ოქტომბერს გუნდმა ვარჯიშზე უარი განაცხადა, რაც აღნიშნული პრობლემებით არის გამოწვეული.
10 ოქტომბერს თ. ბურჯანაძის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ფეხბურთელები მედიის საშუალებებთან გააკეთებენ განცხადებას. შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.
მივმართავთ ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის "დილას" მომავალი. გთხოვთ მობრძანდეთ და დავდგეთ ერთად".
20 გუნდი