ბათუმს რომ არ ეყოფა, მაგაში მეც გეთანხმები, თორემ ლიდერთა სამეულში შინაგანად სწორედ ბათუმელთა გულშემატკივარი ვარ (ფუტკარაძემ რომ არ უბალელშიკოს აჭარლებს (მიაქვს ფუტკარაძეებს იქაურობა!

), სადღა გავამხილო მერე ეგ!) ...
დილასა და დინამოს პაექრობას რაც შეეხება, ვინმეს მიმართ სიმპატია-ანტიპატია არაა ის ფაქტორი, რომელზე დაყრდნობითაც ვაკეთებ პროგნოზს...
დინამო ზედმეტად ახალგაზრდული მოჩანს ჩემი გადასახედიდან და ასე ვთქვათ, მინდა სწორად გამიგო რასაც ვგულისხმობ, "ჩამოუყალიბებელია" (არაა მზა პროდუქტი ამ წუთისთვის ამ ფორმაციის გუნდი, ასედაც შეიძლება ითქვას)...
დილაში კიდევ განა უფრო სწორად აკეთებენ, რასაც აკეთებენ (აქ გუნდის უფრო სიძლიერესაც ვგულისხმობ და პერსპექტივა-მომავალზე გათვლილ მუშაობასაც), არამედ უფრო მტკიცედ იციან თუ რის მიღწევა უნდათ კონკრეტულ მომენტში და ამ მიმართულებით კონკრეტულ და მიზანდასახულ ნაბიჯებსაც გადადგავენ, ასე მგონია ...
აი, რას შეიძლება შევადარო, იცი? ნაციონალებს რომ რაღაც ცუდი ზრახვები ჰქონდათ ხოლმე, მაგრამ მიზნის მისაღწევად მტკიცე ნება გააჩნდათ და თანაც ამ მიზნის მისაღწევად არაფერზე რომ არ დაიხევდნენ, ხოლო ზოგიერთი მთავრობის ვერც ზრახვებს გაიგებ, ვერც მუშაობის ხერხსა თუ სტილს და ვერც იმას თუ რა უნდათ ბოლოს საერთოდ...
ამ ანალოგიაში აქცენტი უფრო იმაზეა, რომ ასეთი ნება უფრო გორელებში მოჩანს (მიუხედავად იმისა, რომ ამას ხმამაღლა არ აჟღერებენ), თორემ არც დილას ვადარებ ნაციონალებს, არც დინამოს რომელიმე მთავრობას და არც ზესტაფონს ვადარებ ნინო ბურჯანაძესა ან ჯონდი ბაღათურიას ...
შეიძლება გავიხსენოთ სტალინი და ვთქვათ ბრეჟნევი ...
სტალინი ხომ გორელი იყო რა ...
------------
ეს ყველაფერი ცოტათი ფაქტებზე და უფრო მეტად შეგრძნებებზე დაფუძვნებული დასკვნებია, რომლებიც შესაძლოა შენთვის გასახარად სულაც მცდარი და არარეალური გამოდგეს ბოლოს...
თანაც არც ბათუმი ჩამოვწეროთ ნაადრევად ...