ალბათ მილიონჯერ მაქვს დაწერილი, რა პროფესიაც მაქვს.
კაცმა თქვა, მოძრაობის დროს გვერდი მტკივა და ტკივილი მხრებზე გადაეცემაო.
ახლა შევთანხმდეთ(თუ საერთოდ გაგებაში ხარ მედიცინის),
რომ ასეთი ირადიაციები და თან გულმკერდის გვერდითა მიდამოში იცის ნევრიტმა/ნევრალგიებმა(უპირატესად).
არის კარდიალგიური ანუ გულის ტკივილის ვარიანტიც,
მაგრამ არამგონია ახალგაზრდა კაცს ასეთი ტიპის ტკივილი ჰქონდეს გულზე.
ძალიან იშვიათია და ვურჩიე კიდეც, თუ მკერდზე ტკივილს გულის ტკივილიც ახლავს
და თან არითმიებითაა(რითმის დარღვევით, ამოვარდნით) კარდიოლოგს მიმართე მეთქი.
უფრო ღრმა ფუნქციური გამოკვლევა დაგჭირდება მეთქი.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გულზე პრობლემების გამორიცხვის მერე
ვურჩიე ვოლტარენი, რომელიც ჩვეულ დოზებში (ანუ დღეში 1 ამპულა=25/50 მილიგრამი დიკლოფენაკი),
ანუ ლაპარაკია ძირაითად მოქმედ პრეპარატ დიკლოფენაკზე
და აღნიშნულ დოზებში გარწმუნებ ღვიძლის ციროზის ბოლო სტადიაზეც ვერაფერს უზამს ადამიანს!
ანუ ლაპარაკია ნორმალურ დოზირებაზე=25 ან 50 მლგ ვოლტარენი დღეში ერთხელ მხოლოდ 3 დღე!
ახლა მეტსაც გეტყვი, შენს მიერ ნარჩევ ნემესილს უფრო მეტი გვერდითი ეფექტი აქვს ვიდრე ვოლტარენს.
ეს დაიმახსოვრე!
და საერთოდ, ნებისმიერი პრეპარატი დოზების გარეთ შხამია და შეიძლება მომაკვდინებელიც!
ნოშპა რომ ნოშპაა ეგეც!
ასე რომ ნუ მასწავლი ჭკუას, რამეთუ თავად არ ხარ მსგავს საკითხებში გათვითცნობიერებული.
George Best

აბა რა გითხრა, არ არის ტიპიური კინგისეული, რასაც მოველით ამ მწერალისგან,
მაგრამ ბოლოსწინა ჯოილენდს მაინც ჯობია. ნუ, დეტექტიური თრილერია ტიპიური.
ყოველგვარი კინგისეული სლეშერ-ჰორორ-მისტიკის გარეშე. აი მიახლოებით პალისერის ტიპის წიგნია.
მე პირადად 10 ბალიანი სისტემით 5-ზე მეტს არ მივცემდი.
This post has been edited by gia-gia-gia on 7 Aug 2014, 18:19