ფეხბურთი იქეთ იყოს და გია გია გია ექიმი სადაა
ცუდად ვარ მაგარი
სამსახურიდან საცხობში გავედი გია ექიმო და მარტივი ლოგიკით ლობიანი შევიძინე წვენთან ერთად(ვივარაუდე რომ ყველაზე უსაფრთხო შეიძლება ყოფილიყო)
ხოდა გამყიდველმა რომ მომაწოდა საეჭვო ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ..თითქოს მიცნო შე უბედურო დინამოს ბალეშიკი არ ხარო..
სპეციალურად იმერული ხაჭაპური არ ვიყიდე მეთქი მაინც ქუთაისელი ტორპედოს ქომაგი არ აღმოჩნდეს არ მომწამლოს თქო

))))))) მარა მიმუხთლა იღბალმა

((
ხოდა მთელი დღეა ცუდად ვარ ...ხელფასიც უნდა დარიცხულიყო და არ დარიცხულა მაგაზეც ვფიქრობ...
მერე ლელო ვიყიდე და წავიკითხე ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით და გულის რევის შეგრძნება მაქვს მთელი დღე.
რა გადამარჩენს მირჩიე აბა
დიაგნოზი მჭირდება სასწრაფოდ..რისი ბრალი უნდა იყოს..
ჰოდა რას ვამბობდი კაცო ამ ბავშვებს რო ვიმატებთ ესე გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება თქო?
ისე მსოფლიო ჩემპიონატი რო იყო ბრაზილიაში დინამო რატო არ იყო მანდ?