ფული მთავარი არ არისო, შეთავაზებაც კი არ ჰქონია და ძალით ხომ არ მოითხოვდა დინამოში მათამაშეთო, იაშვილზე. ეს იგულისხმა მგონია, სირცხვილია

- ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ კარიერა თქვენს მშობლიურ გუნდში, თბილისის "დინამოში" დაგესრულებინათ? ეს, ალბათ, გულშემატკივარს სტადიონზე მოიზიდავდა და ახალი თაობის ლეგიონერებისთვისაც გამოდგებოდა მაგალითად...
- ჯერ ზოგადად გეტყვით. როცა უნდა დამესრულებინა კარიერა, ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგაც კი, ამ გრძნობას და ნოსტალგიას ვერ ავცდებოდი. გადავწყვიტე, ახლა გამეკეთებინა ეს. დროულად წასვლასაც ცოდნა უნდა.
ახლა უშუალოდ კითხვას ვუპასუხებ. ალექსანდრე იაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ბაქოს "ინტერის" ქართველები - ალბათ, კარგი იქნებოდა, ისინი "დინამოში" გვეხილა.
ავიღოთ ალექსანდრე იაშვილი. ის ჩემი უახლოესი მეგობარია და ვიცი რას გრძნობს, როცა "დინამოს" ეხება საქმე. მას საქართველოში სხვაგან არსად უთამაშია. მშობლიურიო, რომ თქვით, აი, ესაა იაშვილისათვის "დინამო".
ცოტა ხნის წინათ იაშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, დაანებებდა თუ არა თავს ფეხბურთს. ეს თემა თქვენს გაზეთშიც გაშუქდა. ხომ შეიძლებოდა, ვინმე დალაპარაკებოდა?!
ფული აქ არ იქნებოდა მთავარი, მერწმუნეთ. ძალით ვერავის მიუკაკუნებ ბაზის ჭიშკარზე, გუნდში ამიყვანეო. მგონი, იმ ვეტერან ლეგიონერებზე ცუდად არ წარმოაჩენდნენ თავს ჩვენი ვეტერანი ბიჭები.
გულშემატკივარს ჰგონია, რომ ჩვენ არ ვკადრულობთ თამაშს საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ ასე არ არის ხშირად საქმე.
ისე, ჩემპიონატი იწყება და რამდენიმე გუნდი ჯერაც ვერ ვარჯიშობს...