ბრიტანული გუნდებისათვის ყოველთვის უხერხული მეტოქე ვიყავით და ვერ ამიხსნია ირლანდიასთან ამაქმდე სულ რატომ ვაგებდით. შეიძლება, პოლიტიკურ რუკაზე ირლანდია ბრიტანეთი არაა, მაგრამ საფეხბურთO რუკაზე ნამდვილად ბრიტანეთIა

რამოდენიმე ფეხბურთელის იდივიდუალური დაპირისპირება გადაწყვეტს ამ მატჩის ბედს, ჩემი აზრით:
1. კანკავა vs მაკარტი
შარშან მარტინესმა 15 ლიმონი რომ გადაიხა მაკარტიში, ბევრს გაუკვირდა, თუმცა როგორც აღმონჩდა, პრემიერლიგის 2013-14 სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო. ევერტონი კინაღამ ლიგაზე რომ გავიდა,პირველ რიგში, ბერი-მაკარტის ცენტრის დამსახურება იყო.
სტილით კანკავა და მაკარტი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამათ გვერდით დაუშვილი და გიბსონი თუ გაიჩითნენ, მოედნის ცენტრში რაღაც უბედურება მოხდება

ისედაც მძიმეა კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში.
(გიბსონს ერთი წელი გაუცდა ტრავმის გამო. წესით, არ უნდა დააყენოს ძირითადში, მაგრამ გული მიგრძნობს ონილს სხვა გეგმა აქვს. გიბსონის დონის შორიდან დარტყმა პლ-ში 5 კაცს თუ ექნება. ირლანდიელებისათვის კი, საქართველოს ნაკრები ასოცირდება უმეკარეო გუნდთან, რომელსაც ნებისმიერი მანძილიდან უნდა დაურტყა)
2. მაკგიდი/კოულმენი vs. გრიგალავა/ანანიძე (სავარაუდოდ)
ჯერ არ ვიცით ქეცბა მარცხნივ ვის დააყენებს დაცვასა და შეტევაში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მათ ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი

კოულმენი პლ-ს 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო და ყველანაირ სიმბოლურში მოხვდა. ადრე ნახევარმცველი იყო. შეტევაში არის ძალიან მაგარი. დაცვაში ნორმალური
მაკგიდი ნელ-ნელა ძველი მაკგიდი ხდება - რუსეთში დაკარგულ წლებს ინაზღაურებს ევერტონში. ამ სეზონში სამიდან ორი თამაში ძირთადში დაიწყო.
ამ ორ კაცს თუ მეტ-ნაკლებად გავანეიტრალებთ, მოგება შესაძლებელია.
ჩემი აზრით, ირლანდია ასე დაიწყებს:
-----------------------------------ფორდი--------------------------------
კოულმენი-------------ოში----------------- პირსი-----------ვარდი
-----------------------გიბსონი-----------მაკარტი----------------------
მაკგიდი---------------------------------------------------პილკინგტონი
---------------------კინი---------------ლონგი---------------------------
ველანი და ვილსონი სტოკის შეუცვლელი მოთამაშეები არიან და ნაკრების ძირითადში ხან ხვდებიან, ხან არა. სტოკის დონის გუნდში სასტავის კაცი ბოლოს როდის გვყავდა
მოკლედ, შემადგენლობით ირლანდია ერთი თავით მაღლაა, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი პლიუსები. ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ 21-ე საუკუნეში, ბრიტანული ფეხბურთი ძალიან პრიმიტიულად ითვლება (ჩემდა სამწუხაროდ

) და ხშირად ადვილად გასანეიტრალებელია ხოლმე თუნდაც საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშეებით. გამოჩნდება ელემენტარული ტაქტიკური დავალებების შესრულება მაინც თუ შეგვიძლია
This post has been edited by George:) on 5 Sep 2014, 16:00