ეს ისტორიაც "1995 წლის ჩემპიონობის დაკარგვა" რაღაცა ბურუსით მოცული მითივით არის...
1995 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, როცა სამტრედიამ სახლშიც მოუგო 1-0 დინამოს (პირველ წრეშიც 1-0 აჯობა თბილისში)
ლიდერ სამტრედიას გაუხდა 19 თამაშიდან 52 ქულა და მეორეზე მყოფ დინამოს - 18 თამაშიდან დარჩა 44 ქულა
(28 მარტის ტური დინამომ გამოტოვა საქართველო - გერმანიის თამაშის (0-2) გამო და ამ მატჩიდან 5 დღეში წააგო სამტრედიაში)
ახლა ვნახოთ
მომდევნო ტურები:
7 აპრილი
კოლხეთი - სამტრედია 3-0 (ამ თამაშშზე პირველი ტაიმის 0-0 ის მერე ჯავშანტრანსპორტიორი მოიყვანეს მინდორთანო)
დინამო - ბათუმი 4-2
სამტრედია - 52(20), დინამო 47(19), კოლხეთი 44(19)
10 აპრილი
სამტრედია - ტორპედო 3-1
შევარდენი - დინამო 1-6
სამტრედია 55(21), დინამო 50(20)
16 აპრილი
დურუჯი - სამტრედია 0-1
დინამო - გურია 4-0
სამტრედია 58(22), დინამო 53(21)
20 აპრილი
ბათუმი - სამტრედია 3-1
მარგვეთი - დინამო 0-1
სამტრედია 58 (23), დინამო 56(22)
29 აპრილი
სამტრედია - შევარდენი 2-0
დინამო - დილა 4-2
სამტრედია 61(24), დინამო 59(23)
3 მაისი
ივერია - დინამო 0-2
სამტრედია - გურია 3-0
სამტრედია 64(25), დინამო 62(24)
7 მაისი
სამტრედია - მარგვეთი 2-0
დინამო - მეტალურგი 3-0
სამტრედია 67(26), დინამო 65(25)
11 მაისი
ზუგდიდი - დინამო 2-2
დილა - სამტრედია 0-1
სამტრედია 70(27), დინამო 66(26)
13 მაისი
კოლხეთი - დინამო 2-3
სამტრედია 70(27), დინამო 69(27)
19 მაისი
სამტრედია - ივერია 3-0
დინამო - საპოვნელა 8-2
სამტრედია 73(28), დინამო 72(28)
22 მაისი
მეტალურგი - სამტრედია 0-0
სამგურალი - დინამო 0-7
დინამო 75(29), სამტრედია 74(29)
31 მაისი
სამტრედია - ზუგდიდი 3-4
დინამო - კახეთი 7-1
დინამო 78(30), სამტრედია 74(30)
დავიჯეროთ რომ ფოთში, ნაღდად წააგებინეს სამტრედიას 0-3, ტანკებით(!), დინამოზე რო ხდება აპელირება, იმას რატო არავინ აქცევს ყურადღებას რო მაგ დროს ფოთს გაუხდა 44 ქულა და საჩემპიონო თუ არა ვერცხლის დოღში მაინც იყო ჩაბმული
კაი დავუშვათ ეგრე იყო, ამის მერე კიდე 11 ტურია წინ .და ორ გადამწყვეტ მატჩს: ბათუმთან და რუსთავთან სამტრედია მაინც ვერ იგებს...ეს იმ ფონზე, როცა ზუგდიდმა დააკარგვინა ქულები დინამოს (მენგრელებს ტარიელ ჩაჩუამ ფული გადაუხადაო ამბობენ) და სხვაობა 1 ქულა იყო..
ამაზე არგუმენტი აქვთ - ბათუმთან 2 გოლი არ ჩაგვითვალესო და ზაზა ჯანაშია გაგვიგდოო...რუსთავთან .ფოლადზე მხედრიონი გვემუქრებოდაო, არადა რუსთავის მხედრიონის სასტავიდან 1995 წელს ლამის ყველა მკვდარი იყო (ტალახაძე, „ნორიოკა“, მამნიაშვილი, გოდერძიშვილი, პონჩიკა, რიჟა, ფეტელავა, ხაჩიძე..)
..ხაჩიშვილი იყო ერთი უშიშროების მინისტრის მოადგილე
და 1995 წლის 29 აგვისტოს ბაბუს აფეთქების მერე ეგეც და სხვებიც ჩააყუდეს..
სამტრედიის მეპატრონე ტარიელ ჩაჩუაც არ იყო ეგეთი ჯაბანი..უშიშროებაშიც სერიოზული კრიშა ჰყავდა და მთავრობაშიც როგორც ვიცი
ყველაზე მნიშვნელოვანი -
94-95 წლის დინამო ლამის საქართველოს ნაკრები იყო და პლუს იმ სეზონში, კლუბმა 5(!) მწვრთნელი გამოიცვალა
1994 წლის აგვისტოდან - 6 ოქტომბრამდე იყო გივი ნოდია, 15-28 ოქტომბერს - თემურ ჩხაიძე, 6 ნოემბრიდან - 7 დეკემბრამდე სერგო კუტივაძე, 1995 წლის 14 მარტიდან 22 მარტამდე ვაჟა ჟვანია და 3 აპრილიდან 31 მაისამდე დავით ყიფიანი
აქედან ჟვანიას და ყიფიანს, პირადი გამოცდილებიდან ვიცი, ნოდარ ახალკაცი უფროსი ორგანულად ვერ იტანდა და რატო დაწვავდა ასე სამტრედიას არ მესმის
მეტი ბურუსი და მითია ვიდრე რეალობა..
ტარიელ ჩაჩუას ფინანსურ დეკლარაციას გადავაწყდი, 1998 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა შეავსო
მოსკოვის ლოკომოტივიდან ზაზა ჯანაშიას შემდეგომი ტრანსფერის გამო 1 000 000 ლარს ელოდებოდა...
This post has been edited by guriaaa on 11 Dec 2016, 22:42