nissan-terranoრა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ვარ

არცერთ თამაშზე არ ვყოფილვარ, მაგრა 1995 წელს, პროფესიიდან გამომდინარე, ფეხბურთში მყოფ ხალხთანაც მქონდა აქტიური კავშირი და მედიასთან ხო მქონდა მქონდა...
ბათუმის დუბლებში მაშინ ჩვენი უახლოესი ძმაკაცი თამაშობდა და რო ატყდა ეგ ამბები..დაიგინა ტიპმა სუფთამ მოვუგეთო აგერ
toto28 დაადასტურა ..რო ჯანაშიამ მსაჯს დაარტყა და მაგის გამო გააგდეს..
რუსთავსაც, ბათუმის (იგივე ფოთის ) მსგავსად საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავდა და მარტივად მოგება სამტრედიას არ გამოუვიდოდა..
პლუს მაინც და მაინც სამტრედიის დაძირვა თუ უნდოდათ, დინამოსთან არ მოაგებინებდნენ და ეგ იქნებოდა..რაზე გაირთულებდნენ საქმეს ამდენი ტურის მანძილზე?
სამი პრო-სამტრედიული არგუმენტი იყო მაშინ და ახლაც, რომელზეც პასუხია გასაცემი
1. ფოთში კოლხეთთან 0-3 წააგეს და დაბრალდა ტანკებს, ვინ მოიყვანა ეს ტანკები ეგაა საკითხავი, ფოთმა თუ დინამომ? დინამოზე აპელირება რატო ხდება, როცა ფოთს თავად ჰქონდა მედლის შანსი
2. ბათუმში წააგეს ალალად ...ათ კაცს მაინც აქვს ნათქვამი და ამ მარცხსაც არაფერი საერთო თბილისთან არ აქვს..ჯანაშია იყო გასაგდები...
3. რუსთავში ვინ მოიტაცეს? რა მიზნით? დაწერე დეტალები უფრო მეტი რო გვქონდეს გასახსენებლად..და გადასამოწმებლად..ფაქტია ვერ მოიგეს
იმას არ ვამტკიცებ რო მხედრიონი "მაგას არ იკადრებდა", ვითა - კაქტუსის საჩემპიონო დუელში რაც მოჯვეს კარგად მახსოვს,
მაგრამ, რაც გამიგია 1994-95 წლების სეზონზე მგონია (შეიძლება ვცდები) რო სამტრედიას უბრალოდ საჩემპიონო რესურსი არ ეყო..სადღაც იღბალიც..
იმასაც ამბობდნენ რომ რამდენიმე თამაში ჩაჩუამ იყიდაო, არ დავიჯეროთ???
ფაქტია, რომ ფოთში და ბათუმში წაგებებს და რუსთავში ფრეს = აპრიორი მხედრიონს (ან დინამოს) ვერ დააბრალებ, ალოგიკურია უბრალოდ (ეგრე შეიძლება მასონებსაც დააბრალონ რამე ) და ფედერაცია რო არ იყო დინამოს ჩემპიონობით დაინტერესებული ამაზე თავს დავდებ..
ვიცი რა ურთიერთობაც ჰქონდათ ერთმანეთში..
იმავე წელს, ფოთმა სახლში თასის თამაშიც მოუგო სამტრედიას 1-0 (აქაც ტანკები იყვნენ??

და გასვლა წააგო 0-2..ხოლო დინამოსთან 2-0 ჰქონდა სამტრედიას მეოთხედფინალი მოგებული და გასვლა 1-5 წააგო, იგივე რუსთავი თასის ნახევარფინალში გავიდა და იქ დინამომ ძლივს გამოაგდო 0-0,
1-2..ბათუმი საერთოდ ფინალში დაჯდა...
მოკლედ საკმაოდ დაძაბული ჩემპი იყო, სადაც რამდენიმე დაბალანსებული და შეკრული გუნდი თამაშობდა, თუმცა ბოლოს 11-5-ის და 10-5-ის სამარცხვინო ამბავმა ჩააკუკა ყველაფერში