ალექს მაკლიში: ოქრის დავემუქრე, რომ თუ შოტლანდიას გაუტანს, ვცემ
scotsman-თან ინტერვიუში შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ალექს მაკლიშმა აღნიშნა, რომ მისი თანამემამულეები "გენკის" ქართველ პლეიმეიქერ თორნიკე ოქრიაშვილს უნდა უფრთხილდნენ.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევში, 22 წლის ოქრიაშვილის ანგარიშზე ირლანდიის ნაკრების კარში გატანილი ულამაზესი გოლია.
"გენკის" შოტლანდიელ მთავარ მწვრთნელ მაკლიშს და მის თანაშემწე ალექს რეის, რა თქმა უნდა, არ სურთ, ოქრიაშვილმა იგივე გაიმეოროს შოტლანდიის ნაკრებთან, რადგან გორდონ სტრაჩანის გუნდს საქართველოსთან აუცილებლად მოსაგები თამაში აქვს.
მათ უკვე უთხრეს ქართველს, რა ელის კლუბში დაბრუნებულს იმ შემთხვევაში, თუკი ის გოლს მაინც გაიტანს:
Sportall.Ge"მე და ალექსმა უკვე ვუთხარით ოქრის, რომ თუკი ის გლაზგოში გოლს გაიტანს და საქართველო მოიგებს, მას გენკში დაბრუნებისთანავე ვცემთ.
ოღონდ ჩვენ მას მივეცით გოლის გატანის უფლება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სამ ქულას შოტლანდიაში დატოვებს", - იხუმრა "გენკის" შოტლანდიელმა თავკაცმა.
ამის შემდეგ მაკლიშმა თავისი შეგირდი დაახასიათა და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა:
"ოქრიაშვილი ტალანტია, ეს ცხადზე უცხადესია. მან დიდებული გოლი გაიტანა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ და იმავეს შეეცდება ჩვენთანაც. შეტევებში გუნდის ქმედებებს ძალიან ამწვავებს.
ოქრი ის ფეხბურთელი არ არის, უკან ჩავიდეს და ბურთი აართვას ან ამაზე ინაღვლოს, ის უფრო 10 ნომრად არის საშიში, თავდამსხმელთა უკან.
ვფიქრობ, გორდონი ისე კარგად ალაგებს ნახევარდაცვის ცენტრს, რომ ოქრიაშვილს ძალიან უნდა გაუჭირდეს შოტლანდიასთან მატჩში.
ვფიქრობ, გლაზგოში საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ, მაგრამ ამის მერე ძნელი მატჩი გველის პოლონეთში", - განაცხადა მაკლიშმა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე ორჯერ უკვე დაუპირისპირდა საქართველოს ნაკრებს - შოტლანდიაში ბრიტანელებმა 2:1 მოიგეს, თბილისში ქართველებმა - 2:0
ნეტა მოვიგოთ და თუ გინდა სულ ტელეფონი გაუტეხე