კარგით ეხლა, ნუ გააღმერთეთ ის უბადრუკი ნაკრები

1994-2006 წლების გუნდს ახასიათებდა რამოდენიმე დიდი ნაკლი:
1. ბრძოლისუუნარობა. ჩივაძემ ტვინი გაბურღა "პირველი გოლის ეფექტით". სხვა სიტყვებით ეს იყო უნიჭიერესი კაპიტულანტების ნაკრები.
2. ტაქტიკური დისციპლინის ხშირი (ფაქტიურად განუწყვეტელი) დარღვევა. არ იყო საჭირო დიდი ძალისხმევა მოწინააღმდეგეების მხრიდან - საკმარისი იყო გერბინა ბევრი და რომელიმე ქართველის "პოხუიზმს" დალოდებოდი. ან ნახევარმცველი დაკარგავდა ბურთს საკუთარ ნახევარზევე დრიბლინგზე გადასული, ან რომელიმე მცველი თუ საყრდენი არ აიყვანდა კაცს, ან ვინმეს უბრალოდ დაეზარებოდა ბოლომდე ჩამთავრება ეპიზოდის.
3. მეკარეების ხშირი ცვლა და ხშირად არცთუ საიმედო თამაში. 6 წლიან ინტერვალში 4 ძირითადი მეკარე გამოიცვალა გუნდმა (დევაძე, ზოიძე, ტოგონიძე, გვარამაძე). ხან კარიერული პრობლემები ქონდათ ტიპებს და აქედან გამომდინარე აღმა-დაღმა საქანელასავით იყო მათი სპორტული ფორმა, ხან კიდევ რა ჯანდაბა ხდებოდა შიდა სამზარეულოში.
4. რესურსის გამოუყენებლობა. ხშირად ძალიან საჭირო ხალხი სკამზეც კი ვერ ხვდებოდა. კრიზისულ სიტუაციაში კი გამოიძახებდნენ ხოლმე ასეთებს, მაგრამ გუნდში მათი ინტეგრაციის საკითხი არ იდგა.
5. ტაქტიკური გაუნათლებლობა. გუნდი საშუალოდ თამაშში ჯარიმდებოდა 7-8 ჯერ. მიუხედავად ამისა 2-3 ყვითელი ბარათი გარანტირებული გვქონდა. ეს მაშინ, როცა იგივე გერმანიის ნაკრებმა ბარე 40-ჯერ დაარღვია თამაშის წესები ჩვენს წინააღმდეგ და მხოლოდ 5 ყვითელს გამორჩა

ჩვენებმა ელემენტარულად არ იცოდნენ ტაქტიკური ფოლის აღება. ურბილესად და უაღრესად კორექტულად მოთამაშე გუნდი მოწინავე ადგილებზე იყო წითელ-ყვეთელი ბარათების რაოდენობით.
6. მწვრთნელები. მიუხედავად პატივისცემისა, არც ყიფიანი და არც ძოძუაშვილი (ჩივაძეზე არაფერს ვამბობ) არ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. ჟირესს და ბოსკამპს კი დაახვევინეს დროზე ადრე.
7. დომხალი ორგანიზაციულ საკითხებში.
8. რეგულარული ჩაშვება და მწვრთნელის გადაგდებები სამარცხვინო წაგებების ფონზე. ჯერ მარტო ოფიციალურებში:
- უნგრეთში, პოლონეთში და შვეიცარიაში 1:4
- შინ ნორვეგიასთან 1:4
- შინ თურქეთთან 2:5
და კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება