არცეთი! ყოფილი ფეხბურთელის (მწვრთნელის, მასაჟისტის, მეკარის) დანიშვნა ფედერაციის პრეზიდენტად მხოლოდ იმიტო რომ ბურთი უგორებია კარგად, არის დიდი სისულელე!
თუ არა აქვს შესაბამისი განათლება..მით უმეტეს დღეს, როცა სრულიად ახალი პროგრამებია სპორტულ მენეჯმენტში, მარკეტინგში...ასეთები უნდა დავივიწყოთ...
გვინდა ადამიანი რომელსაც უსწავლია თანამედროვე დასავლურ უნივერსიტეტში - განათლებით იურისტი, ფინანსისტი, ეკონომისტი ...რომელსაც დიდი ორგანიზაციის გამართულად მართვა შეეძლება..გვინდა ადამიანები აქედან: NYU MS in Sport Business; Saint Leo University Sport Business Degree; Georgetown University MPS in Sports Industry Managemen იგივე ლონდონის ბიზნესს-სკოლა და ა.შ
აგერ
http://www.guidetoonlineschools.com/degree...orts-management - 18000 დოლარი ღირს ონლაინ კურსი სპორტულ მენეჯმენტში და კურსდამთავრებულს 100 000 $-იანი ხელფასი ეჭყანება..ეს არის თანამედროვე სპორტი, ბიზნესი, იურისპუდენტია, ეკონომიკა ერთად!
ავიღოთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მდიდარი გერმანიის საფეხბურთო კავშირი..1900 წლიდან მოყოლოებული მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტად და იმანაც 1 წელიც ვერ გაძლო თანამდებობაზე
პირველი პრეზიდენტი Ferdinand Hueppe (1900-04) ბაქტერიოლოგი და ჰიგიენისტი იყო, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი
შემდეგ კალსრუეს ყოფილმა ფეხბურთელმა Friedrich Nohe-მ (1904-05) სულ 11 თვე იმუშავა

მესამე - Gottfried Hinze-ი (1905-25) ბაგმინტონისტი იყო, რომელიც შემდეგ სამოყვარულო დონეზე მსაჯობდა და მეკარეობდა

Felix Linnemann -ს (1925-40), რომელსაც ფაშისტების დროს მოუწია გერმანული ფეხბურთის მართვა სამედიცინო და იურიდიული განათლება ჰქონდა..
Peco Bauwens-ი (1949-62) განათლებით მუსიკოსი იყო და შემდეგ მსაჯობით დაკავდა, სანამ სერიოზული საფეხბურთო ჩინოვნიკი გახდებოდა
1962 წელს ბუნდესლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი Hermann Gösmann-ი (1962-75) განათლებით იურისტი, კავშირის პრეზიდენტობამდე იყო ბუნდესტაგის დეპუტატი
Hermann Neuberger-ს (1975-1992) ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურას გერმანულ ფეხბურთში, ფიფას ვიცე-პრეზიდენტს, ასევე არ ჰქონია ფეხბურთთან შეხება ყოფილმა სამხედრომ სპორტული კარიერა, სპორტული სააგენტოს და სპორტოტოს ორგანიზებით დაიწყო

ფეხბურთს სამოყვარულო "ბრეინინგში", ისიც სკოლის ასაკში თამაშობდა შემდეგი პრეზიდენტი Egidius Braun-ი (1992-2001) განათლებით იყო იურისტი და ფილოსოფოსი

გახდა უეფას ვიცე-პრეზიდენტი
ყოფილი სპეცნაზელი Gerhard Mayer-Vorfelder-ი(2001-06) გერმანულ ფეხბურთში პოლიტიკიდან მივიდა, იყო ქრისტიან დემოკრატიული კავშირის წევრი და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, პარალელურად "შტუტგარტის" პრეზიდენტი გახლდათ
Theo Zwanziger-ც (2004-12) პროფესიონალი იურისტი იყო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საკონსტიტუციო და საგადასახადო სამართლის სპეციალისტი, ფეხბურთი უყვარს იმ პონტში რომ მისი საკუთრებაა სამოყვარულო VfL Altendiez:)
და გერმანული ფეხბურთის დღევანდელი მმართველი Wolfgang Niersbach არის სპორტული ჟურნალისტი, წერდა ჰოკეისა და ფეხბურთზე, იყო რედაქტორი, უეფას მედია-ოფიცერი
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად მიმაჩნია "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" მეპატრონე, იურისტი ზვიად კორძაძე, რომელსაც ფეხბურთიც ფანატიკურად ევასება და საქმის აწყობაც იდეალურად შეუძლია .
იგივე ნიკა გილაური ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა საქართველოს ბანკის სტამბოლის ოფისს ხელმძღვანელობს; ნიკა ტაბატაძე ყოფილი ჟურნალისტი, რომელსაც ლონდონის ბიზნეს სკოლის Master of Business Administration (MBA)-აქვს გაკეთებული..აი ასეთი ხალხი უნდა დააინტერესო ...თავისით არ წამოვლენ.. მშვენივრად არიან და გვექნება შედეგი...
ჩვენ ფედერაციაში გვქონდა ასეთი გამონაკლისი - ნოდარ ახალკაცი უმცროსი, რომელმაც ვერ გაამართლა გენიალური მამის მძიმე ტვირთის გამო

და ახლა ფედერაციაში გვაქვს "ТВОРЧЕСКИЙ ЦЕНТР ТЕРЕЗЫ ДУРОВОЙ"
This post has been edited by guriaaa on 20 Jan 2015, 23:21