საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" განცხადება
საინფორმაციო პორტალ www.sportall.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა მასალა ჩვენი კლუბის ახალწვეულის, ლაშა თოთაძის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად ტყუილებით არის აგებული და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.
წერილში, სადაც ავტორი არ ამჟღავნებს საკუთარ ვინაობას, რაც კიდევ უფრო ეჭვებს ბადებს სტატიაში მოყვანილი ფაქტების მართებულობაში, ნათქვამია, რომ თითქოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს“ ყოფილი პრეზიდენტი) უშუალოდ შეხვდა ლაშა თოთაძეს და დაარწმუნა ფეხბურთელი გადასულიყო „საბურთალოში“, სანაცვლოდ კი დედაქალაქურმა კლუბმა ახალწვეულს კარგი პირობები შესთავაზა, მათ შორის ბანკში არსებული სესხის დაფარვაც.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სტატია, რომელიც დღეს 10:10 საათით არის დაფიქსირებული, შედგება ტყუილებისგან და მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ფეხბურთელს შეხვდა კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე, რომელიც დღესდღეობით "საბურთალოში" მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებელი პირია და მხარეები პირობებზე შეთანხმდნენ. ამის მერე, ლაშა თოთაძე ბანკში გადაიხდის თანხას, გააჩუქებს ფულს თუ კეთილ საქმეს მოახმარს, თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს.
ჩვენის მხრივ, პორტალ "sportall.ge"-ს ვურჩევთ - გაუფრთხილდეს თავის რეპუტაციას, ნუ ავრცელებს ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მოერიდოს იაფასიანი პასკვილებით მკითხველის მოზიდვის არასასურველი მეთოდის გამოყენებას.
საფეხბურთო კლუბი საბურთალო აცხადებს: "sportall.ge"-მ უახლოეს პერიოდში ან დაამტკიცოს ინფორმაციის სიმართლე, თუ არა და ჩავთვლით, რომ ხსენებული წერილი არაკეთილის მსურველებისგან მიზანმიმართულად იყო დაწერილი.
P.S. დღის მეორე ნახევარში ხსენებულმა პორტალმა შეცვალა სიტყვები - დაზუსტებული ინფორმაცია, სანდო ინფორმაციით ჩაანაცვლა.
ქვემოთ კი პორტალ "sportall.ge"-ს სტატიას სიტყვა სიტყვით გთავაზობთ:
ლაშა თოთაძე "საბურთალოში" გადასვლაზე თავად მინისტრმა დაითანხმა
-------------------------------------------------------------------------------
თბილისის "დინამოს" ექსკაპიტანი ლაშა თოთაძე "საბურთალოში" ითამაშებს.
26 წლის მცველი გია გეგუჩაძის გემოვნებაში არ ჯდებოდა, ამიტომ გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა.
თოთაძის გადაბირებით ბათუმის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, Sportall.ge-სთვის სანდო ინფორმაციით, ფეხბურთელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი უშუალოდ შეხვდა.
მინისტრმა დაარწმუნა თოთაძე, რომ "საბურთალოში" გადასულიყო, სანაცვლოდ კი კარგი პირობები შესთავაზა, მათ შორის, ბანკში არსებული სესხის დაფარვაც.
ლაშა თოთაძე მეორე დღეა დუშეთშია და გუნდთან ერთად შეკრებას გადის. თოთაძე "საბურთალოში" იჯარით დეკემბრამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" პრეზიდენტი იყო, ვიდრე მინისტრად დანიშნავდნენ. როგორც ჩანს, გამინისტრების შემდეგ ის მაინც არაფორმალურად ზრუნავს გუნდის კეთილდღეობაზე.
https://www.facebook.com/pages/FC-Saburtalo...5752828?fref=nf This post has been edited by mcenare-99 on 29 Jul 2015, 02:30