"საბურთალო" დანიაში 1:3 დამარცხდა

"საბურთალომ" დღეს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა გამართა და დანიურ "მიდტიულანდთან" 1:3 დამარცხდა. პირველი ნახევარი მასპინძლებმა ორ ბურთიანი სხვაობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. მეტოქემ ათლეტური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა - მასპინძლები ხშირად იყენებდნენ მეორე სართულზე უპირატესობას. თამაში ხისტი გამოდგა, მთავარ არბიტრს მთლიანობაში ხუთჯერ დაჭირდა ჯიბიდან ყვითელი ბარათის ამოღება. აქედან სამ შემთხვევაში სკანდინავიელები გააფრთხილა, ორჯერაც ქართველები. პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა. ჯერ სტერინგმა გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი გრემერმა.
მეორე ტაიმის დებიუტში სხვაობა ერთ ბურთამდე შემცირდა - გრიგოლ ჩაბრაძის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, გრემერმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 2:1. 72-ე წუთისთვის ჩაბრაძის ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი ეპიზოდი ქარს გაატანა. საბოლოო ანგარიში დანიელებმა 84-ე წუთზე დააფიქსირეს, გოლი ნისენმა გაიტანა. "საბურთალოსა" და "მიდტიულანდის" განმეორებითი მატჩი თბილისში 21 ოქტომბერს გაიმართება.
იუნიორთა (19 წლამდელთა) ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
30 ოქტომბერი. "ვუნდერელფ" არენა. 1048 მაყურებელი
მიდტიულანდი - საბურთალო 3-1(2-0)
1-0 სტერინგი 23, 2-0 გრემერი 41, 2-1 გრემერი საკ.კარშ.52, 3-1 ნისენი 84
მიდტიულანდი: ოტესენი, მურბეკი, ნიკოლაისენი, ლაურიტსენი, მუნკსგაარდი, გრემერი, რუტიკანგა, ტუჩოსენი (ბრაუნი 90), კირკი (ოლსენი 74), ნისენი, სტერინგი (ტომსენი 64).
თადარიგში დარჩნენ: იოჰანსენი, იურგენსენი, პეტერსენი, პოულსენი.
მთავარი მწვრთნელი: კრისტიან ანდერსენი.
საბურთალო: ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ვაჭარაძე, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი, გვარაძე, კოხრეიძე (ჩოგაძე 52), გოშთელიანი.
თადარიგში დარჩნენ: სანიკიძე, ბულუხაძე, ლაკვეხელიანი, ბაკურაძე, ნიკოლაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
გაფრთხილება: ტუჩოსენი (9), ლაურიტსენი (39), ჩაბრაძე (41), მარგველაშვილი (60), ნისენი (73).