დიდი ჩელე აბოლებს "ბათუმელების" კორესპოდენტ გოგონას

და პახოდუ გაზეთის მკითხველსაც
ნაწყვეტი ინტერვიუდან
http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/sport/37746/- ქობულეთის „შუქურას“ დაფინანსების საკითხს გასულ კვირას დაუჭირა მხარი ქობულეთის საკრებულომ, რითაც კლუბი წლის ბოლომდე 932 ათას ლარს მიიღებს. რას ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ასეთი დიდი კლუბი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე?
- მსოფლიოში კლუბების უმრავლესობა ფინანსდება მუნიციპალიტეტიდან. მაგალითად, „პარის სენტ ჯერმანი“ (Paris Saint German) ფინანსდება მუნიციპალიტეტიდან, ასევე გერმანიის ბევრი კლუბი მუნიციპალურია...
(სრული უსინდისობა!

ანუ პსჟ-ს ადრინდელი მფლობელები Canal + , Colony Capital, Butler Capital Partners და Morgan Stanley ასევე ამჟამინდელი Qatar Sports Investments ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ყოფილან

არადა, 90-იან წლებში 20 წლის ისტორიის პსჟ რო კოტრდებოდა ვინც 50 მილიონი ფრანკის ოდენობის ვალის რეკონსტრუქციის სასტიკი წინააღმდეგი წავიდა პირველი სწორედ პარიზის მერია იყო

და ამის შემდეგ გადავიდა პსჟ უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო გიგანტის Vivendi SA-ს ფილიალის Canal +-ის ხელში ...სინამდვილეში პარიზის მერიის მონაწილეობა იყო სიმბოლური, ბოლოს 2012 წელს, 1 მილიონი ევროს გადარიცხით ამოიწურა ეს დახმარება როცა კლუბის ბიუჯეტი ეხლა არის ასჯერ მეტი)
გავაგრძელოთ...
- როცა საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს ვესაუბრე, ვინც „შუქურას“ დაფინანსების საკითხი გაიტანა სხდომაზე, მან თქვა, რომ არის „შუქურათი“ დაინტერესებული პირი. ვის უნდა კლუბის შეძენა?
- მას არ სურს ამის გახმაურება და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ ეს არ გამხდარიყო სალაპარაკო თემა, სანამ საკითხი არ გადაწყდებოდა. ეს პიროვნება არის სერიოზული ოლიგარქი, რომელთანაც მაქვს თბილი ურთიერთობა და რომლის საშუალებითაც შევძელი აქამდე გუნდის მოყვანა.
( სავარაუდოდ საუბარია კიევის ყოფილ მერზე, ლეონიდ ჩერნოვეცკიზე, რომელიც უკარინაში ნახევარი მილიარდის მოპარვის გამო იძებნება და ქობულეთში ცხოვრობს)
- როდის შეიძენს „შუქურას“?
- იმ შემთხვევაში, თუ მოვხვდებით უეფაზე. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც დარჩება ჩვენთან და ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში - სტადიონის მოვლა-შენახვაში დაგვეხმარება.
(ააააააა, ქურბაცაცა ლეონიდი თურმე ელოდება რომ იქნება ქობულეთელების 932 000 ლარით მოხვდეს შუქურა უეფაზე და მერე მეც ჩავდებ ჩემს მაყუთსო

))))
- რატომ დაინტერესდა „შუქურათი“?
- იმიტომ, რომ ვართ მეგობრები და გვაქვს კარგი ურთიერთობა.

მალე გუნდს ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელიც - კონსტანტინ ფრალოვი. უკრაინელი ტრენერი ოდესის „ჩერნომორეცის“ ახალგაზრდული გუნდის უფროსი მწვრთნელი და კლუბ „ჩერნომორეცის“ მეორე მთავარი მწვრთნელი იყო. რაღაც მოხდა და იქ აღარ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად. ბოლოს იყო ყაზახეთის ბავშვთა ფეხბურთში ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი.
ერთი ფლოროვზე არ იტყუება..ფაცეზე დაწერა საქართველოში მივდივარო

ანუ მუნიციპალურ ფულს შეჭამს ფლოროვიც ჩელესთან ერთად
Konstantin Frolov
17:40-ზე ·
Завтра из Казахстана переезжаю в солнечную Грузию. Новый вызов в тренерской карьере и на новом уровне!!!
This post has been edited by guriaaa on 3 Nov 2014, 21:35