მარტო მაგეც არაა
ფეხბურთს ყველა სპორტის სახეობასთან აქვს დიდი უპირატესობა რამოდენიმე მიზეზის გამო
ერთი რო არის ძალიან მარტივი თამაში
მგონი ყველა სპორტის სახეობაზე მარტივი წესები აქვს
ნუ, რაგბის წესებს არ შევადაროთ
მეორე, ასე ვთქვათ ქუჩის პირობებშიც კი მარტივია თამაში
ორი ქვა გინდა სულ და ცალკარას ითამაშებ, ლიჟბი მანქანამ არ გამოიაროს და მეზობლის ეზოში არ გადაგივარდეს ბურთი

მესამე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ის არის, რო აბასიშ აისბერგის და თერჯოლის საპოვნელას თამაშსიც კი არის შანსი, ფეხბურთელმა გააკეთოს ის, რაც არავის არასდროს არ გაუკეთებია
ფეხბურთში ყოველთვის ახალი რაღაცა ხდება, ყოველ სეზონში შეიძლება გამოარჩიო ახალი რაღაც
გინდა ტაქტიკა, გინდა თამაშის სტილი, გინდა ახალი ფინტი, ჯარიმის დარტყმის მანერა ........
აი ძალიან ბევრი რამ
არ რაღაცას მოკლებულია სპორტის თითქმის ყველა სახეობა
გუნდურს ვგულისხმობ, თორე ჭიდაობაში შეიძლება ქნას რაღაცა ახალი ვინმემ
აი რა უნდა გააკეთონ ახალი კალათბურთში, ან რაგბში, ან ჰოკეიში?
მოედნის ზომის გაზრდა-შემცირებას და სამქულიანის დაშორებას ან დაახლოებას ფარიდან არ ვგულისხმობ
მოთამაშემ ახალი და ორიგინალური რა უნდა ქნას?
ან ტაქტტიკურად რა უნდა მოხდეს
ან რა მომხდარა ამ ბოლო ხანებში რამე ახალი?
უბრალოდ გაიზარდა ფიზიკური მომზადება, ტემპი, მეტი არც არაფერი მგონი
პ.ს. რამდენი მიწერია