
საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთზე მატჩში, 14 ნოემბერს, 21:00 საათზე პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ქვეყნის პირველი გუნდი საწვრთნელ შეკრებას 10 ნოემბრიდან ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლის.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)
სტადიონი:
ბორის პაიჭაძის სტადიონი - Dinamo Stadium
Capacity
56,000
საქართველო vs პოლონეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება ორშაბათს, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან, „დინამო არენასა“ და „მიხეილ მესხის“ სტადიონების სალაროებში.
სალაროები იმუშავებს ყოველდღე, 11-დან საღამოს 18:00 საათამდე.
მატჩის დღეს, 14 ნოემბერს ბილეთები გაიყიდება მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში.
ფასი: 5, 7, 10 და 15 ლარი