ფეხბურთში ჭკვიანი, მოაზროვნე კარგი მენეჯერები არ ჩანან, რომლებიც რამეს შეცვლიან. კობიაშვილის განათლებაზე, ხედვაზე არ ვიცი. მაგრამ არსებული კანდიდატებიდან, ახლა ვინცაა ვიცი. ყაველაშვილმა დიდად არ აღმაფრთოვანა და ასე რომ მივესალმები.
ძირ ფესვიანად არის შესაცვლელი ყველაფერი, რეფორმა ჭირდება. ათასი წვრილმანი შეზღუდვა უნდა მოიხსნას.
ქართულ ფეხბურთს თურმე აქვს დღეს ფუფუნება ლეგიონერებზე ლიმიტი დააწესოს
ინვესტორები უნდა მოიზინოს, პირველ რიგში. ამისთვის მოტივაცია, დიანტერესება უნდა მოხდეს. ცვლილებები, პიარი, სხვაზე უკეთესი პირობები უნდა შესთავაზონ ინვესტორებს.
და განათლება, ესაა უმთავრესი მწვრთნელებსა და ფეხბურთელებში. ფეხბურთელებს უნდა ასწავლონ აზროვნება, თავდაჯერება რათა ნიჭის სწორი, ბოლომდე გამოყენება ისწავლონ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა.
ამ მდგომარეობაში, რამის გაფუჭება ფიზიკურად ვერ მოხდება...