კახუნა

შენ არ უნდა გაგიჭირდეს ამ მარტივი რაღაცეების ამოხსნა .
მაგდა დღეს იუბილარია და ალბათ აქ საპასუხოდ არ ეცლება,მაგრამ ჩათში თვითონ მომცა სტატიის ლინკი,სადაც მეც წავიკითხე პრაიმტაიმის ექსკლუზივი,რო მამუკა უჩიოდა კოკაიას

ახლა იგივე ლინკს ვაჭერ და ეს სურათია საიტზე

თუმცა ზემოთ ლინკზე ჩანს,რო სტატია იდო ამ თემაზე


გუშინვე იგივე მასალა აიღო და ოლსპორტმა განათავსა საიტზე,სადაც დაავიწყდათ წაშლა ალბათ

სანამ წაუშლიათ აგერ ლინკი -
http://allsport.ge/?page=46&news_id=2675 /// აგერ სქრინიც,აქედან ვერ წაშლიან


აგერ ტექსტიც
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელს, ილია კოკაიას, მამუკა ჯუღელი პასუხს სასამართლოდან გასცემს. როგორც ქართულ საფეხბურთო სამყაროში კარგად ცნობილმა ჯუღელმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, ილია კოკაიას ბრალდებებს, რომელიც მანდ ტელევიზიების საშუალებით წაუყენა, სასამართლოთი გასცემს პასუხს, სადაც მას ღირსების შელახვისთვის უჩივლებს.
"იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ილია კოკაიასგან ისმის მთელი დღის განმავლობაში, თითქოსდა, მე დავავალე გორის "დილას" ფეხბურთელებს მისი გუნდის ფეხბურთელებთან შუამავლობა და თამაშის დათმობა და ასევე, თითქოს მე ცნობილი მაქინატორი ვარ, პასუხს სასამართლოში მოვთხოვ, სადაც ღირსების შელახვისთვის შემაქვს სარჩელი და მორალურ კომპენსაციად ვითხოვ ორ ლარს, იმ თანხას, რა ფასადაც კოკაია "ზესტაფონს" ჰყიდის. ამ თანხას კოკაიას უკან დავუბრუნებ, რათა მან საკუთარი გუნდის გამოსყიდვა შეძლოს", – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.
"ზესტაფონის" მფლობელმა, ილია კოკაიამ ივანე(მამუკა) ჯუღელის მისამართით ბრალდებები დღეს მედიასაშუალებების გააჟღერა. იმერული კლუბის მეპატრონე ჯუღელს ბრალს დებს საკუთარი გუნდის ფეხბურთელების მოსყიდვაში. ამ დროისთვის, ცნობილია, რომ ჯუღელი კოკაიას პასუხს სასამართლოთი მოსთხოვს, კოკაია კი ამბის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელს შეიტანს.
This post has been edited by Dima Fan on 22 Apr 2015, 15:24