ძალიან კარგი ინფოა, პრინციპში დარწმუნებულიც ვიყავი ეგრე იქნებოდა, თუ მენეჯერული კუთხით მიუდგებით საქმეს სწორად დალაგდა ყველაფერი, ამ წელს ალბათ ევროტურნირზე თუ არ ვიქნებით კარგი იქნება.
1. არ მოხდა ფულის გადაყრა უაზრო ჩემპში
2. მოხდა ფაქტის წინაშე დაყენება, რომ მართლა წავა ინვესტორი თუ ხელს არ შეუწყობენ
3. ერთ წელში დომენტი აღარ იქნება და ძირეულად შეიცვლება ფედერაციაც და შესაბამისად სახელმწიფო მიდგომაც
4. აღარ გვექნება 1000 გუნდიანი ჩემპიონატი და ეტაპობრივად შემცირდება გუნდები ჩემპში
5. დაიწყება გუნდის თავიდან მშენებლობა
ჩემი სურვილები:
1. შეინარჩუნოს გუნდმა ადგილი, რომელ ადგილზეც არის.
2. გავითვალისწინოთ დაშვებული შეცდომები და ბავშვთა აკადემიას უფრო სერიოზულად მივხედოთ.
3. იყოს დაბალი ხელფასი (კონკურენტული) და მაღალი პრემია მოგებულ თამაშზე. (ითამაშებთ და შაშჭამთ და არ ითამაშებთ და მამჭამთ პრინციპით)
4. ბაზა დარჩეს ინვესტორს და მოედანი ჰქონდეს მუნიციპალიტეტს
5. გუნდის განვითარების გეგმა იყოს სახელმწიფო პროგრამის ადექვატური (დროსთან მიმართებაში)
და ბოლოს, პატივცემული სერგო იყოს ისეთივე ოპერატიული და ინფორმატიული, როგორც აქამდე იყო
წარმატებები ზესტას.
მთლა უკეთესი პ.ს. მაგივრად: ინტერნეტ ტელევიზიის ჩანასახი იყოს საწყის ეტაპზე და კლუბის პიარზე ივმუშაოთ.