05.03. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ზესტაფონი
დისკვალიფიკაცია: ოთარ ხიზანეიშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ორივე - ზესტაფონი)
პირველი წრე 3:2
ურთიერთშეხვედრები
34: +19 =6 -9, 51:33
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...amochndeba.htmlზედიზედ ორი საჩემპიონო ტრიუმფის შემდეგ "დინამოს" ქომაგები თავისი საყვარელი გუნდისგან, რაღა თქმა უნდა, "გასამებას" ელიან. თუმცა, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ჯერჯერობით ყველა მეტოქეს "ათი თავით" ვერ სჯობს.
ეგ კი არა, წინა ტურში განცდილი მარცხის მერე "დინამომ" ლიდერობა დაკარგა და დღევანდელ მატჩშიც მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა. არადა, სულ მალე კახა გოგიჩაიშვილის გუნდს ურთულესი საპასუხო სათასო მატჩი ელოდება იმ მეტოქესთან, რომელმაც ლიდერობა "წაართვა" - გორის "დილასთან"!
რა თქმა უნდა, დღესდღეობით "ზესტაფონი" ის გუნდი აღარ არის, სწორედ "დინამოს" რომ ეცილებოდა ჩემპიონობაში (თანაც, სულ ახლო წარსულს ვიხსენებთ); მაგრამ, ახალი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის, ფაქტობრივად, ახლად ჩამოყალიბებული (გნებავთ - შექმნილი) გუნდი რომ ამ რთულ პერიოდს დაძლევს, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული.
თანაც, "დინამოს" წინააღმდეგ ხომ საქართველოში ნებისმიერი მეტოქე განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობს და არცთუ "დალხენილ" სატურნირო მდგომარეობაში მყოფი "ზესტაფონისგანაც" დღეს მაქსიმალურ მონდომებას უნდა ველოდოთ.
...ამ გუნდებს შორის ჩატარებული თითქმის ყველა მატჩი საინტერესოზე მეტი იყო ხოლმე, ისე როგორც პირველი წრის შეხვედრა, როცა "დინამომ" მატჩის მიწურულს ირაკლი ძარიას დუბლით იმარჯვა. თუმცა, დღესდღეობით აღარც ძარიაა "დინამოში" და არც "ზესტაფონშია" გუნდის იმდროინდელი ლიდერი ჯაბა დვალი...