13.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 15:00
ზესტაფონი-სიონი
პირველი წრე 3:1
დისკვალიფიკაცია: ზვიად სიხარულია (ზესტაფონი)
ურთიერთშეხვედრები
30: +17 =8 -5, 36:12
წინა სეზონის ვერცხლისა ("ზესტაფონი") და ბრინჯაოს ("სიონი") პრიზიორებს ამჯერად ბევრად განსხვავებული მიზნები და არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვთ; რა თქმა უნდა, ჩემპიონატის ბოლომდე ჯერ ადრეა, მაგრამ ორივე გუნდმა "აუცილებელი და საკმარისი" ქულების მოგროვება თუ მარტის თვეში არ დაიწყო, მერე, მართლაც გვიან იქნება.
არადა, ზამთრის პაუზის მერე ერთიანად გადახალისებული ორივე გუნდი ურიგო ფეხბურთს ნამდვილად არ თამაშობს და რატომღაც იმისიც გვჯერა, რომ როგორც კი უამრავი ახალწვეული შეთამაშების პრობლემას გადაჭრის, სასურველი შედეგიც არ დაახანებს.
ისე, "ზესტაფონი" მართლაც "უცნაური" გუნდია: მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ასევე ყველაზე მეტი... გაშვებულიც! არც ის ფაქტია უმნიშვნელო, რომ განვლილი 18 ტურის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ მოხდა, როცა "ზესტაფონმა" მატჩი უგოლოდ დაასრულა.
აი, "სიონს" კი ერთი არასასიამოვნო რეკორდი (ჯერჯერობით) ეკუთვნის: გასვლით მატჩებში ყველაზე ცოტა, 2 ქულა აქვს მოგროვებული.
დღევანდელი მატჩი იმითაც იქნება საინტერესო, რომ ახალგაზრდა მწვრთნელების "დუელი" შედგება, თანაც, ყოფილი თანაგუნდელების: - გიორგი მიქაძე და ლადო ბურდული 17 წლის ბიჭები იყვნენ, 1997/98 წლების სეზონში თბილისის "დინამოში" რომ გამოჩნდნენ..
მიმაგრებული სურათი