ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ჩხოროწყუ დამერწმუნეთ რა...ყველა კვლევას სიღარიბესთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩო იქნება თუ იუსაიდი მანდ ატარებენ

თხილის ფასი წელსაა ეგეთი..იმიტო რო თურქეთში მოყინა და ჩვენდა სამწუხაროდ ისევ დაუბრუნდება 2-3 ლარს ..მეორე თემაა რამდენი იბეგრება თხილის კერძო ბიზნესიდან?!...ძაან მეეჭვება 5 პროცენტამდე რო ავიდეს ეგ ციფრი

ანუ ეგ ფული რეალურად ბიუჯეტის მიღმა მოძრაობს
ახლა ჩხოროწყუს 2015 წლის ბიუჯეტი ვნახოთ
შემოსულობები განსაზღვრულია 4 856 200 ლარით და აქედან = ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერია 4 426 200 ლარი!

პლუს კიდე 162 000 ლარია მიზნობრივი ტრანსფერი! ..ახლა დათვალეთ რამდენი გადასახადი იკრიბება რაიონში

რეალურად 270 000 ლარი აქვთ პროგნოზი რო აკრეფენ 2015 წელს, მაშინ როცა 2014 წელს აკრიფეს სულ 200 000, ხოლო 2013 წელს 163 000 ლარი...

ახლა ფეხბურთის "განვითარება" რა უჯდებათ 2015 წელს და კიდე რა გრანდიოზული გეგმები აქვთ!....ანუ 310 000 ლარს უკვე წელს ხარჯავენ მხოლოდ ფუტბოლზე, მაშინ როცა რაიონს სულ საკუთარი შემოსავალი აქვს 270 000


ეს იმ ფონზე, როცა „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა", რომელსაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს, ჩხოროწყუს 2014 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შემდეგ..პირდაპირ მიუთითა რომ
"050101 - ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა - 130.000 ლარი. - მაშინ როდესაც
მუნიციპალიტეტს აქვს ცალკე პროგრამა „სპორტული ღონისძიებების დაფინანსებისათვის“
250 ათასი ლარის მოცულობით, ჩვენის აზრით, არ არის მიზანშეწონილი 130 ათასი ლარის
გამოყოფა სპორტის მხოლოდ ერთი სახეობის ფეხბურთის დაფინანსებისათვის. ფეხბურთის
განვითარება და თუნდაც საფეხბურთი კლუბის დაფინანსება არ წარმოადგენს
თვითმმართველობის ექკსლუზიური უფლებამოსილებას მითუმეტეს მაშინ, როდესაც არ
არის გამოკვლეული თუ რა სავარაუდო შედეგს მოიტანს ინვესტიციის ამ მიმართულებით
ზრდა. ამავდროულად, თუკი გავითვალისწინებთ მუნიციპალიტეტის მწირ ფინანსურს
რესურსებს, უმჯობესი იქნება, ეს თანხა მიიმართოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის
აუცილებელი სამეურნეო საჭიროებების მოგვარებისაკენ. თუმცა თუკი საზოგადოების
მოთხოვნას ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს, სასურველია მუნიციპალიტეტმა
იზრუნოს ამ სფეროში კერძო ინვესტიციის მოზიდვაზე" წყარო -
http://workupload.com/file/Q1dsDtsbდაიკიდეს რა ასეთები დაუკიდებიათ

არავინაა პასუხის მომთხოვნი
სამწუხაროდ

სულ მოსახლეობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არის დაახლოებით 33 000 ადამიანი = წარმოვიდგინოთ რო გაქრა ერთ დღეს ეს გათანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერი

და დარჩნენ საკუთარი თავის ანუ 270 000 ლარის იმედად =
ანუ გამოვა რომ ერთ ჩხოროწყუელს წელიწადში - საშუალო შემოსავალი აქვს 8 ლარი და 1 თეთრი
ანუ თვეში დაახლოებით 67 თეთრი
This post has been edited by guriaaa on 9 Mar 2015, 00:14