მოკლედ ეს გურჯისტანის ჩემპი იმდენად უნიკალურია რომ თავისუფლად შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს..
უმაღლესს ლიგას თამაშობს 5 აიიპ-ი!!!!!!!!!!!

, 6 - სახელმწიფო შპს 100-ვე პროცენტით!! და 5 კერძო კლუბი, საიდანაც სამი სულ ღაფავს, ერთი კიდე კიპრის ოფშორშია ჩაკარგული

ანუ რა ხდება = პირველ 5 აიიპს (სამტრედია, დილა, გურია, ჩიხურა, ცხინვალი) საერთოდ სამეწარმეო საქმიანობის უფლებაც კი არ აქვს

არც მოგების მიღების უფლება

- რასაც გადაუგდებს მუნიციპალიტეტი იმის შეჭმაზეც თანახმაა... მაგრად მაინტერესებს დილამ და ჩიხურამ უეფადან მიღებული ფული როგორ გაატარეს ბუღალტერიაში?

როგორც საჩუქარი?
ნუ, შემდეგი ექვსი სახელმწიფო შპს (სიონი, კოლხეთი, ტორპედო, ბათუმი, შუქურა, ზუგდიდი) იასნია ადგილობრივ ბიუჯეტებს ხრავს, ტენდერებით ირჩევს სასტუმროს თურქეთში, დირექტორები დიდ პრემიებს იწერენ, ბრაზილიაში მოგზაურობენ და ა.შ
ხუთი კერძო კლუბიდან კი ვიტი, რუსთავი და ზესტაფონი სულს ღაფავს...ვიტის მეპატრონის ქონება თითქმის მთლიანად დაგირავნებულია, რუსთავის მეპატრონე "შოკოლადის მწარმოებელი" ეი & ქეი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ნუ კოკაია კლუბის სახელმწიფოსთვის უკან შეტენვის პროცესშია...ერთადერთი = კავშიგაბმულობის ყოფილი მინისტრის მარტვილის მერანია ჯერ ხოდზე ...
თბილისის დინამო კიდე საერთოდ კვიპროსის ოფშორშია რეგისტრირებული, რომელიც ფულის გასათეთრებლად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ზონაა (ბადრიასაც თავის დროზე ჯერ გიბრალტარზე, შემდეგ კი კიპრზე ჰქონდა რეგისტრირებული)
5 აიიპ + 6 სახშპს + 5 შპს - ფეხბურთი = გურჯისტანსოკერს
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
1. კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედია
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბი დილა
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის გურია
4. საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ცხინვალი
5. საფეხბურთო კლუბი საჩხერის ჩიხურა
სახელმწიფო შპს
1. შპს საფეხბურთო კლუბი სიონი - მესაკუთრე სახელმწიფო ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი 100 %
2. შპს საფეხბურთო კლუბი კოლხეთი 1913 - მესაკუთრე თვითმმართველი ქალაქი ფოთი 100 %
3. შპს საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი - მესაკუთრე თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი 100 %
4. შპს დინამო ბათუმი - მესაკუთრე სახელმწიფო ორგანო ქალაქ ბათუმის მერია 100 %
5. შპს საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი - მესაკუთრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 100 %
6. შპს საფეხბურთო კლუბი შუქურა - მესაკუთრე ქობულეთის მუნიციპალიტეტი 100 %
კერძო შპს
1. შპს საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მესაკუთრე - შპს პავლიკო ინვესტმენტს, კვიპროსი 100 %
2. შპს საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია - მესაკუთრე შპს ვეტერინალური კორპორაცია ვიტ ჯორჯია 100 %
3. შპს მერანი მარტვილი მესაკუთრე ფრიდონ ინჯია 100 %
4. საფეხბურთო კლუბი მეტალურგი რუსთავი - მესაკუთრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ეი & ქეი 100 %
5. საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი - მესაკუთრე ილია კოკაია 100 %