29/02 2016ჩავხედე და ხუთშაბათი ყოფილა 20 წლის წინათ
საეტაპო დღე იყო = სარბიელიდან ახალი წასული იყო
მისი ლეგენდარული ამწყობი, გეზის მიმცემი და
ბევრი საფუძლიანი მიმოხილვის დამწერი, თანაც ჩემი მეჯვარე
მის ნაცვლად დამკაბადონებლად სტაჟირებას გადიოდა თსუ ქიმიკოსი ასპირანტი,
ვინაც მერე ძაან ივარგა, ახლა კი, კარგა ხანია, მგონი დორტმუნდშია პროფესორი
მახსოვს, 1 მარტის ნომერი მე ავაწყე თავიდან ბოლომდე და
ხალხი ისე ვამუშავე, რომ ორივე დღეს 22 საათზე შინ წავიდნენ,
მაგრამ არ კი მოეწონათ = არა გვზოგავს, ეგრე სული ამოგვხდებაო
(( კვირაში გამოდიოდა ორი = სამ და პარ, იწყობოდა ორ–ორი დღე ))
თან ამ ყველაფერს უეცრად დაემთხა
ინტერნეთის შემოსვლა++
მაქამდე ვუსმენდით "ბი–ბი–სი ველდ სერვისს" და ვნახულობდით "რაის" ტელე–ტექსტს
ახლა კი, უეცრად, გაჩნდა ოპერატიული ინფოს ამოუწურავი წყარო =
იმხანად ჯერაც ერთობ სუსტი, განსაკუთრებით ფოტო მასალის ამბავში,
მაგრამ ყველა არსებულზე მაინც ძაან მდიდარი და ფრიადი პერსპექტივით
ჰოდა, ამ რე–ორგანიზაციულ გაწამაწიაში რომ ვართ, 29 თებერვალს, დილით,
ორნი მიგვავლინეს მელიქ–აზარიანცის სახლის მარჯვენა სადარბაზოში,
სადაც სუფევდა სულ ახალი – ეგებ პირველიც – პროვაიდერი "სა ნეთ"
მიგვიღეს, დაგვაკვალიანეს, გვამუშავეს, მოპოვებული ჩვენსავე ფლოპზე გადმოგვიწერეს
ნეთი, რა თქმა უნდა, ნელი იყო, მაგრამ საიმედო = იქვე გადატვირთავდნენ ხოლმე
ეყენათ მგონი "იუნიქს" და უბრალო მოქმედებებიც ვერ ვიცოდით "ვინდოუზ"ელებმა
მუშაობის დროს ითვლიდნენ ნახევარი საათის სიზუსტით და
თვის ბოლოს უწყისს გვატანდნენ სარბიელის მენეჯერ კუროსთან
ვიარეთ ეგრე, სანამ გაზეთიდან არ გამომაგდეს ორი წლის შემდეგ
მაშინ რომ ავითვისე საითის ტექსტური შრის დათრევა და მაგისი გადამუშავება,
აქამდეც მაგ მეთოდოლოგიას ვხმარობ ძაან მაგრად, და რაც ოდესმე ამომიღია,
ან ნაბეჭდად, ანაც ფაილებად აქამდე მაქვს არქივში
არადა, უკვე 20 წელია!
++
რომ ვიცოდი მოახლოებული იუბილე, გავხსენი არქივი
აპარტეიდი (ფეხბურთი <=> ყველაფერი დანარჩენი) რომ ჰყვაოდა,
მაგის გამო შემინახია მარტო ბოლო ფურცლები =
მერვე გვერდს სრულად ვწერდი და ვაწყობდი
1 მარტისაში ინტერნეთიანობა უცებ ვერ შეგვეტყო, მაგრამ
5 და 8 მარტის ნომრებში უკვე გამოჩნდა მაგისი მადლი,
რის დასაჭაშნიკებლადაც აქ მომაქვს ის ორი ფურცელი =
დღეს დავასქანე სამსახურში და ამ ამბავსაც აქვე ვწერ

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 29 Feb 2016, 20:33