საკაიფო ისტორიას წავაწყდი, რომელსაც მომავალ წელს 60 წელი უსრულდება...

მოკლედ 1956 წელს, ფრანგული სპორტული ჟურნალის "პარი მატჩის" ორ ამომავალ ვარსკვლავს (ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს) დომინიქ ლაპერსა და ჟან-პიერ პედრაძინის გაუჩნდათ იმ დროისთვის სრულიად წარმოუდგენელი იდეა, ემოგზაურათ საბჭოთა კავშირში და მოეთხროთ როგორ ცხოვრობენ საბჭოელები..
სტალინის სამი წლის მკვდარია, რკინის ფარდა კიდევ უფრო ჩამოფარებულია და... პირველი უარი რედაქციას საფრანგეთში საბჭოთა საელჩოსგან მიუღია - გამორიცხულიაო... ამათ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, უჩალიჩიათ ...ლაპერიც და პედრაძინიც ჩაუსვამთ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვენსან ორიოლის დელეგაციაში, რომელიც მოსკოვს ეწვია...1956 წლის მარტში
დომენიქ ლაპერი იგონებს რომ ოფიციალურ მიღებაზე პირადად სთხოვა ნიკიტა ხრუშჩოვს, ფრანგი ჟურნალისტებისთვის მიეცა სსრკში ავტომობილით მოგზაურობის უფლება, თან ცოლებთან ერთად!!!... და ეგრევე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდაო

Повисла полярная тишина, Хрущев отер пот с лысины большим платком. Булганин нервно погладил бородку. Молотов протер пенсне. Громыко закашлялся. Маршал Ворошилов сглотнул. Анастас Микоян потеребил тонкие усы… И вдруг Хрущев расхохотался. «Это очень плохая идея, товарищ президент! — воскликнул советский лидер. — Наши дороги так отвратительны, что жены ваших протеже попросят развода уже через две недели!»

მოკლედ ამ უარიდან ოთხ თვეში "პარი მატჩის" რედაქციაში მოსულა ოფიციალური თანხმობა და მოგზაურობა ლაპერსა და პედრაძინის ცოლებთან ერთად დაუწყიათ 1956 წლის 22 ივნისს: მარშუტი იყო ასეთი =

მოგზაურობის საქართველოს მონაკვეთია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო: სოჭი-ბიჭვინთა-სოხუმი-ქუთაისი-გორი-თბილისი-ფოთი-სოხუმი-სოჭი



ხო, ფრანგები ჩამოვიდნენ ფრანგული წარმოების Simca Marly-ის ავტომობილით, რომელიც სულ ახალი, 56 წლის მოდელი იყო...საქართველოში გადმოსვლისთანავე კარავის გაშლას და ტყეში დაძინებას შეეცადნენ, მაგრამ ქართველებმა ამის საშუალება არ მისცესო

...ჟან-პიერს პირდაპირ უთხრეს ჩვენი ძმა ხარო და ჩაკოცნესო ...მერე ქეიფი და ამბავი ყოფილა აფხაზეთის მასშტაბით


ბიჭვინთაში არქეოლოგიური გათხრები უჩვენებიათ და საბჭოთა თარჯიმანი, კგბ-შნიკი, რომელიც თავს კომსომოლკას ჟურნალისტად ასაღებდა, თურმე არ თარგმნიდა სიტყვებს "ჩვენს წელთაღრიცხვამდე", რაც დიდ გაუგებრობას იწვევვდაო
ქუთაისი-გორის გზაზე მდინარეში ჩავარდნილან...დაღამებამდე ყოფილან გაჩხერილები...სამი საათის მერე წვერიანმა ქართველმა რომელსაც პიჯაკზე სურათი ჰქონდა მიკრულიო (ეტყობა ჭირისუფალი იყო) ბენზინი მოგვიტანაო.............(რა ადგილია????)

შემდეგ ღამე გორში გაუთევიათ, Ночевка в караван-сарае деревни Гори. აქ ფრანგებს უეჭვიათ რომ საბჭოთა ქართველების დასვენება "დადგმული" იყოო...
Отпускники в горах: очень противоречивое впечатление — они были одеты в штопаную одежду, но под навесом стояли автомобили. Слава (თარჯიმანი) не смог или не захотел объяснить это противоречие. Нам показалось, что он не поверил отдыхающим.
თბილისში სტუმრად ყოფილან ექიმ გიორგი ვარლამის ძე მოსეშვილის სახლში, გეორგიძის (გიორგაძის??) ქუჩა 5 ნომერიო...(ეხლა ვარკეთილშია ასეთი ქუჩა, ადრე სად იყო?)

"გიორგი სამხრეთელი კაცია, სტუმართმოყვარეო, ოჯახში რვა სულისგან შედგებაო, აქედან ხუთი მუშაობსო..გიორგის ხელფასი 1265 მანეთიაო, მის დის მანანას 900 მანეთიო, მასწავლებელი-დეიდის თამარას 700 მანეთი თვეშიო, ბებიას ნანა ვლადიმიროვნას კი 600 მანეთი აქვს პენსიაო..გიორგი მამა გლეხი იყო და ნიკოლოზ მეორის დროს ექიმი გახდაო..გიორგი მეორე მსოფლიოში იბრძოდა და შინ მედლებით დაბრუნდაო.. "
"გიორგი ჰყავს 32 წლის მეუღლე ოლგა და ვაჟები 7 წლის ზურიკო და 3 წლის ზაზა..ოლგაც ექიმიაო..1939 წელს დაინიშნენ და 1947 წელს იქორწინესო"


ამ ფოტოს აწერია, რომ ზეწრის იქეთ ძიძა ცხოვრობსო

ექიმ მოსეშვილს 4 ოთახიანი აქვსო, აქვთ მაცივარი და სარეცხი მანქანა, რომელშიც 700-700 მანეთი გადაიხადესო..სამზარეულოში ორი керогаз აქვთ , გათბობა შეშაზეო.. ჰყავთ ძიძა, რომელსაც 150 მანეთს უხდიანო...ყოველ საღამოს მთელი ოჯახი ერთად ვახშმობსო, შემდეგ გიორგი Papirossi-ს ეწევა...ბებია კი შვილიშვილებს ქართულ სიმღერებს უმღერისო..შაბათ-კვირას მოსეშვილები თბილისის შემოგარენში ისვენებენო

მთაწმინდაა ალბათ

ესეც თბილისის "ზღვა", 4 წლის დაგუბებულია
ჩინური ქოლგები იყო იმ წელს საქართველოში მოდაშიო


უკანა გზაზე სოჭში გაუცნიათ 20 წლის გათხოვილი ქართველი გოგონა...რომელიც ფრანგზე ყოფილა შეყვარებული დაჟინებით სთხოვდა თურმე ჟურნალისტების ცოლებს მისთვის კაბა დაეთმოთ, თუმცა ვერაფრით ჩატეულა შიგნით და ბოლოს კოსმეტიკას დაყაბულდაო

"... Наши женщины почти нашли свое счастье в Сочи - они познакомились с 20-ти летней грузинкой, которая умоляла Aliette и Anni продать ей платье. Она призналась, что мужа своего, московского исскуствоведа, не любит, но влюблена в молодого французского офицера, служащего на стоящем в порту корабле "Bretagne". Офицера нужно было в этом убедить, платье должно стать последним аргументом. Наш отель превратился в салон мод, но все усилия были напрасны - в любом платье не хватало двадцати сантиметров в талии. Зато достижения парижской косметики и методы макияжа были переданы в полном объеме."
მოკლედ საერთო ჯამში დომინიქ ლაპერმა და ჟან-პიერ პედრაძინიმ ცოლებთან ერთად საბჭოთა კავშირში 13000 კმ გაიარეს = აღწერეს უამრავი საინტერესო ფაქტი და გადაიღეს უნიკალური ფოტო/ვიდეო კადრები...
http://www.parismatch.com/Actu/Medias/Les-...drazzini-101750 
საპასუხოდ თურმე იგეგმებოდა, საბჭოთა ჟურნალისტების ავტო-ტურნე მარშუტით მოსკოვი-პარიზი..თუმცა 1956 წლის 7 ნოემბერს ფოტოგრაფი ჟან-პიერ პედრაძინი საბჭოთა ღორებმა ბუდაპეშტში, უნგრეთის ამბოხების ჩახშობისას სასიკვდილოდ დაჭრეს

..ეს მისი უკანასკნელი ფოტოა

ჟან პიერი სულ 29 წლის იყო...

"პარი მატჩში" სუპერ რეპორტაჟი საბჭოთა კავშირიდან ....1957 წლის თებერვალში დაიბეჭდა
This post has been edited by guriaaa on 16 May 2015, 03:27