ისე რაც წიგნები მაქვს 66 წლის მსოფლიოზე..თითქმის ყველგან ჩრდილო კორეის ნაკრებზეა ღადაობა...
სამხედრო ფორმით დადიოდნენო, იმალებოდნენო, გარეთ არ ჭამდნენო და ბარში დალევა აკრძალული ჰქონდათო, სოდიან წყალს სვამდნენო
აგერ ფოტო ვნახე ლივერპულში, ლაიმ სტრიტზე, მშვენივრად გამოწყობილი პაკ დუ იკი ავტოგრაფებს არიგებს


პაკ დუ იკი - კორეელთა გმირი, კაცი, რომელმაც მთელი იტალია შოკში ჩააგდო
ყოფილა ტიპოგრაფიის მუშა, მოყვარული, რომელიც ფხენიანის ტიპოგრაფების გუნდ Moranbong-ში თამაშობდა ...საერთოდ ფხენიანის ნაკრები გამოსულა მაშინ ინგლისში, ეროვნული ნაკრების სახელით
სამშობლოში დაბრუნების მერე ლეიტენანტის ჩინი მიუციათ და ფეხბურთისთვის ეგრევე დაუნებებია თავი..
70-იან წლებში ტანვარჯიშის ფედერაციაში დაუსაქმებიათ

76 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე ჩრდილო კორეის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ყოფილა ...80-იანებში ყველაზე დიდი "1 მაისის" სახელობის სტადიონის დირექტორად დაუნიშვათ..
ბოლოს 2008-ში პეკინის ოლიპიადაზე ოლიმპიური ცეცხლის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა...

ახლა 73 წლისაა და პენსიაშია..
ერთ რუს ბლოგერს უნახავს 2010 წელს ფხენიანში, ასე გამოიყურებოდა

წერს, რო მოხუცებულებს ფხენიანიდან ყრიან პერიფერიებშიო და პაკ დუ იკი, როგორც 66 წლის მსოფლიოს გმირი გაძევებას გადაურჩაო..რესტორანში დავპატიჟე მაგრამ სპეცსამსახურებმა არ მისცეს უფლებაო
http://titlingur.livejournal.com/2687.html