ისე მართალ დიდი შანსია რომ აქ არავის მიეცა სათამაშო დრო მაგისთვის, 1-ლიგაში ითამაშებდა და მერე დაიკიდებდა ფეხბურთს, უმეტესობა ეგრეა...
ზუსტად ეგ დვალი იყო მარცხენა მცველად რომ თამაშობდა ევროპის ჩემპიონატზე თუ სწორად მახსოვს(U17 ?), აბა მაშინდელი აზრები ნახეთ რას წერდნენ აქ

მწვრთნელი მარცხენა მცველად ატამაშებდა სხვებზე 30-სმთი მაღალ და ნაკლებად სწრაფ ფეხბურთელს და მგონი სერბებთან იყო რამდენჯერმე რომ მოატყუეს და ხალხმა აქ აზრზე არააო, და სხვებს აქებდნენ

არდა მაშინვე ეტყობოდა რომ კარგი ბიჭი იყო და ტან თავის ადგილზე არ თამაშობდა
ჰო ისე კვირკველია(სოლომონა) + დვალი ორი ისეტი ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მოდის რომ თუ სწორად გააგრძელეს განვითარება და ტრავმებმა არ შეუშალა ხელი გამოვა მაგათთგან მინიმუმ საშუალო დონის მცველები,საავარაუდოთ მეტიც

კიდევ არის ერთი-ორი კარგი ბიჭი უბრალოდ ეგენი ჯერ საქართველოს ჩემპიონატში არიან და ორიოდე წელში თუ არ წავიდნენ აქ ვერ მოუმატებენ.
ზარანდიას კიდევ "სწორ" და გამართულ ფეხბურთს ეხლა სწავლობს, საერთოდ არ მიკვირს რომ არ ათამაშებენ, აი მომავალ სეზონშიც თუ არ მისცემენ შანსს მაშინ მწვრთელსაც არ მოსწონს ეგრე გამოვა, ისე ყაზაიშვილის ვიტესურ კარიერასაც რომ გადავხედოთ დაახლოებით ეგრე იწყებდა ისიც, ასე რომ 1% არ მგონია რომ ჩაგრავენ ლუკას, მოუმატოს და იმ დონეზე მივიდეს რომ აშკარად იმსახურებდეს თამაშს და მისცემენ დროს. ვაკოს რაც შეეხება ყოველ წელს უმატებს და კარგია

+კიკაბიძეს აქვს კარგი შანსი, ალბათ კიდევ იქნება ვინმე ვინც გამომრჩა ეხლა უცებ, მტავარია რომ ამ ბიჭებს კარგი შანსი აქვთ და ეხლა ყველაფერი თვითონ მათზევეა დამოკიდებული- იშრომონ და რასაც გაქაჩავენ იმას მიაღწევენ.
მოკლედ რამდენიმე ფეხბურთელი ევროპის საშუალო დონეს მაინც თუ იტამაშებს შემდეგ კიდევ უფრო ბევრი წავა კარგ ჩემპიონატებში და სწორად თამაშს ისწავლიან, აი მერე მართლა შეიძლება ნორმალური ნაკრების იმედი გვქონდეს.
წარმატებები ამ ბიჭებს.