მეც დავფიქსირდები

20 წლის წინაც 0:2 წავაგეთ და მაშინაც დროის დაახლოებით იგივე მონაკვეთში გაგვიტანა კლინსმანმა ორივე. არანაკლები მონსტრი გუნდი იყო მაშინედელი გერმანია, მაგრამ 5 თუ 6 ყვითელი ბარათი ავკიდეთ და კანმაც რამოდენიმე ურთულესი ბურთი გამოაძრო (ყაველაშვილს და გოგრიჭიანს ფაქტიურად პირისპირ გასულებს აუღო). გუშინდელ თამაშში მომენტი არ გვქონია. ანუ თუ გერმანიამ ნახევარი ნაბიჯით ან შეიძლება მთელი ნაბიჯითაც წაიწია წინ, ჩვენ 2-3 საფეხურით დავქვეიდთით, რაც ზუსტად ასახავს ქვეყნის მდგომარეობას - ###პროჭისტებისა და ნეპოტისტების ბატონობა ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს პროფესიონალი და საქმიანი ხალხის დაბლოკვა/თამაშგარეში ყოფნა და, შედეგად, მათი ქვეყნიდან გადინება. ამან გამოიწვია განათლებისა და პროფესიონალიზმის დეფიციტი, რამაც მიგვიყვანა უკიდურეს რეგრესამდე ყველა სფეროში. 20 წლის წინ გუნდს აკლდა მწვრთნელი (დიდი მადლობა ახალკაც უფროსს). გუშინ გუნდს აკლდა საძირკველი. დანარჩენი კი კანონზომიერებაა, რომელსაც ვერ გადაახტები.
საკუთრივ საქართველოს ნაკრების თამაშს რაც შეეხება, მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ (სხვაგვარად წინსვლა წარმოუდგენელია!!!), ამიტომ კრიტიკა ადგილზეა და აქ საკუთარის გინება და კაპიტულანტიზმი არაფერ შუაში არაა საერთოდ.
1.
მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს რესურსი 3-5-2-სა და მისი სხვა ვარიაციებისთვის, რადგან ეს სქემა საჭიროებს 2 ლატერალს - მთელი ფლანგის გამაკონტროლებელ მოთამაშეს, რომელიც 100 მეტრიან მონაკვეთზე ინტენსიური მოძრაობის პირობებში ერთნაირი წარმატებით გაართმევს თავს შეტევით და დაცვით ფუნქციებს 90 წუთის განმავლობაში

მარჯვენა ფრთაზე კეტაშვილის და რევიშვილის შემდეგ ჩვენ ასეთი მოთამაშე არ გვყოლია. მარცხენა ფლანგზე უკანასკნელი კობიაშვილი იყო ასეთი (სადღაც 2007 წლამდე).
ცხადაძემ კონტინგენტს უნდა მოარგოს ტაქტიკა, თორემ ლობჟანიძე შეტევაში ... ეს იმ ოპერიდანაა, ინგლისური გამოთქმისა არ იყოს "Flogging a dead horse". ანუ ფუჭია ეს ყველაფერი, ვერ მოიტანს ეს კოკა წყალს, ვერაა

ანუ სანამ შესაბამისი კადრები არ გამოჩნდებიან, სხვა გზა უბრალოდ არაა, უნდა დავუბრუნდეთ 4-4-2/4-5-1 სქემებს.
2.
ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რომ მალტასთან ამხანაგურის შემდეგ ცხადაძემ ერთადერთი დასკვნა გამოიტანა მხოლოდ - ის, რომ კობახიძეს არ შეუძლია მთელი ფლანგის კონტროლი. ვერ დაინახა:
- მახარაძე და მისი დონე ==> მალტა ვერანაირად ვერ გამოდგებოდა საზომად (არადა მალტასთანაც კი ძალიან არადამაჯერებელი იყო). ამას დაამატეთ უზბეკეთი, სადაც დარწმუნებული ვარ ევროპულისგან ძალიან განსხვავებული სათამაშო სპეციფიკაა და იქაურ ჩემპიონატს მიჩვეული მოთამაშე ესე უცებ გერმანელ, პოლონელ ან ირლანდიელ ნახევარმცველს ვერანაირად ვერ აყვება ტემპში.
- ოქრიაშვილი და მისი ფუნქციონალური მომზადება ==> 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში კვირაზე მეტი არ გასცდენია ტრამვის გამო და ზამთრის შეკრებაც სრულფასოვნად გაიარა, ვერა და ვერ იქცა 90 წუთის მოთამაშედ. ეს რა ოპერიდანაა, ნაღდად არ ვიცი. ყენიას და მჭედლიძესაც იგივე პრობლემა აქვთ (მეტ-ნაკლებად ჯანოსაც, ოღონდ ჯანოს თუ კლუბში აძლევენ 2-3 თამაშის სრულიად ჩამთავრების შესაძლებლობას, მერე უკეთესად გამოიყურება ხოლმე) - ეს ხალხი 60 წუთის შემდეგ უნდა გამოცვალო.
3.
ჰოდა... უკანასკნელი 60 წლის მანძილზე აქსიომამდე აყვანილი ფუნქციონალური მზადყოფნით ცნობილი გრანდის წინააღმდეგ თამაშს იწყებ 2 მოთამაშით, რომლებიც მეორე ტაიმში უეჭველი შესაცვლელი გეყოლება. შე კაი კაცო, მერფის კანონების შესახებ მაინც არ გაგიგია? Anything that can possibly go wrong, does. ეგეც შენ ამისულაშვილის გაწყვეტილი კუნთი მესამე წუთზე.
ანუ თვითონვე ვირთულებთ საქმეს - ვთამაშობთ სქემით, რომლის შესაბამისი მოთამშეები არ გვყავს და ტაქტიკური ცვლილების რესურსს ვიკლებთ სასტარტოში ორი გამძლეობასთან მწყრალად მყოფი ახალგაზრდს ყოლით + ვიღაცის გარდაუვალი (განგება!) იძულებითი ცვლილება. გრანდთან წაგებას მეტი კი არაფერი უნდა - ერთ შეცდომას თუ გაპატიებს გრანდი. ორს უკვე აღარ

ქეცბაიამაც დაუშვა მსგავსი შეცდომა, როცა ბინძური მეთოდებისკენ მიდრეკილი ბერძნების წინააღმდეგ 60 წუთისთვის ამოწურა ცვლილებების ლიმიტი, რასაც მოჰყვა თარგამაძის წინააღმდეგ კარაგუნისის განზრახ უხეშობა და რიცხობრივ უმცირესობაში წაგებული თამაში).
მოგვიანებით გავაგრძელებ.
This post has been edited by Temozaurus on 30 Mar 2015, 14:15
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!