#47881540 · 22 May 2016, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჰა, ეს იყოს აგერ დასაწყისისთვის... წავა ?!
QUOTE | საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” #28/04-02 28 აპრილი, 2015წ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის სამსახურს
როგორც 2015 წლის 27 აპრილს გამართულ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის შეხვედრაზე მოგახსენეთ, ჩვენთვის ცნობილი გახდა სპორტული სამართლიანობის პრინციპების დარღვევის შესახებ. დარღვევა გამოიხატა კლუბის ფეხბურთელის მიმართ უკანონო გარიგების შეთავაზებაში, კერძოდ: ამა წლის 19 აპრილს დაგეგმილი იყო ეროვნული ჩემპიონატის მატჩი ქ. ზესტაფონში, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონსა და გორის “დილას” შორის. მატჩის გამართვამდე ჩვენთვის უცნობი ორი პიროვნება დაუკავშირდა ჩვენი გუნდის გოლკიპერს ###### ######(პირადი #----------) და შესთავაზეს თანხის გადახდის სანაცვლოდ ზემოაღნიშნულ მატჩზე შეგნებულად გაეშვა გოლები, რათა გუნდს წაგებით დაემთავრებინა თამაში. გოლკიპერთან შეხვედრა და დანაშაულებრივი შეთავაზება შედგა 2015 წლის 16 აპრილს 24-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით საღამოს 6-7 საათზე. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა###### ######-მ როგორც ჩემთან, ასევე კლუბის მფლობელთან ილია კოკაიასთან. ###### ######, თავის მხრივ უკანონო გარიგების შემომთავაზებლებს უარი განუცხადა აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობაზე. ამ ფაქტის შეტყობისთანავე, 2015 წლის 18 აპრილს დავუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს რევაზ არველაძეს და ვთხოვეთ დროული რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. აგრეთვე მოვითხოვეთ მატჩის გადადება, ვინაიდან არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ სხვა ფეხბურთელებსაც ქონოდათ მსგავსი შეთავაზება და მატჩი შემდგარიყო გარიგების საფუძველზე. ბატონმა რევაზმა განგვიმარტა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში და დაგვპირდა რომ დაუკავშირდებოდა სფფ-ის პრეზიდენტს და იგი შეგვატყობინებდა გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდგომ ჩვენთვის აღარავის დაურეკავს. საბოლოო ჯამში სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი შეხვედრაზე გამოუცხადებლობის გამო მოიხსნა ჩემპიონატიდან. გთხოვთ თქვენი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოთ ზემოაღნიშნული საკითხი, გამოავლინოთ და უმკაცრესად დასაჯოთ როგორც უკანონო გარიგების შემომთავაზებლები, ასევე ინიციატორი პირები.
პატივისცემით საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონის” გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი
|
* * *
პასუხის გაცემაზე არც იმათ მოუკლიათ თავი, მარა არც ამათ ეკუთვნით?!
This post has been edited by sergo_38_fcz on 22 May 2016, 15:17
|