დავინტერესდი მე ამ მშენებლობაზე და რადგან "ზესტაფონის" სახელით კეთდება ეს საქმე უფლება გვაქვს ვიცოდეთ რა ხდება.ინფორმაცია საჯაროა და მე არაფერი არ გამომიძიებია, შეგიძლიათ ყველამ ნახოთ საიტებბზე :
napr.gov.ge
http://mgis.tbilisi.gov.ge/MeriaMapping/ar...itectureMap.jspმე არ ვიცი ზუსტად მანდ ვისი ვისაშია მაგრამ ეგ სკ "ზესტაფონს" იურიდიულად არ ეკუთვნის .ეგ ტერიტორია სადაც ეგ 2 მოედანია განთავსებული ეკუთვნის შ.პ.ს "გუდაური სქი რესორტ"-ს და ამ შპს-ს დამფუძნებელი არის მავრიკიში დაფუძნებული შპს ''ჯორჯიან ინვესტმენტს
ლიმიტედი, მავრიკი",რომლის დამფუძნებელი არ iძებნება აქ

ვინც იქნება ალბათ მისახვედრია,თუმცა ა 100% ვერ ვიტყვი ამას არ ვიცი ) საერთოდ ეს "ზესტაფონის" ბაზა მაგ ტერიტორიის 1/6 ია და დანარჩენზე უნდა აშენდეს სხვადასვა "ზავედენია" აქვე ამონარიდი:
განმარტებითი ბარათი
არქიტექტურული ნაწილი
საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქ თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე(ხეხილსანერგე მეურნეობა)საკადასტრო კოდი#81.21.02.207
საპროექტო ტერიტორიის ფართობი შეადგენს76222 კვ.მ
აღნიშნულ ტერიტორიაზეშეთანხმებულიაგანაშენიანების რეგულირებისგეგმისპროექტი. პროექტირებისასგათვალისწინებულ იქნათბილისის ზღვისგანვითარების ჩარჩო.
დამკვეთის მოთხოვნითდა ტერიტორიის ადგილმდებარეობიდანგამომდინარე,შევიმუშავეთ „მრავალფუნქციური კომპლექსის“კონცეფცია,სპორტულ-გამაჯანსაღებელიმიმართულებით. აღნიშნული ფუნქციისერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენსსაფეხბურთო მოედნები, თავისი გასახდელებით.
მოედნების გასახდელებისგანსათავსებლად,ოპტიმალურადგილად მივიჩნიეთდასავლეთის მხარე, სადაც გვსურს რომ ასევე მოეწყოს სამაყურებლო ადგილი გრძივად ორ დონეზე.სპორტ-კომპლექსისერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე ( საფეხბურთო მოედნებზე)უკვე გაცემულიამშენებლობის ნებართვა და მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი.მოედნების მოწყობამ განაპირობა რელიეფის შეცვლა, გრგ-თი გათვალისწინებული გასახდელების ადგილის ნიშნულსა და მოედნების 0.00 ნიშნულს შორის მივიღეთ 4.75 მ. სხვაობა. რათა გასახდელების შენობა მოედნებთან მიმართებაში რაციონალურად განთავსებულიყო, ობიექტი სამი მხრიდან ნაწილობრივ ჩავსვით მიწაში, მთავარი ფასადი დაუტოვეთ მოედნების მხარეს. შენობა მოედნების ნიშნულიდან ავამაღლეთ 1.05 მ-ით დასაჯდომების მოსაწყობად, ხოლო შენობის გადახურვა გაუსწორეთ არსებულ რელიეფს.
საპროექტო ტორიტორიას დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთისგამწვანებული ტერიტორია, ჩრდილოეთით გრგ-ს მიხედვით გათვალისწინებული საველოსიპედო გზა, ჩრდილო-დასავლეთითგრგ-ს მიხედვით გათვალისწინებული კორტები,აღმოსავლეთით ესაზღვრება საფეხბურთო მოედნები ხოლო სამხრეთით საავტომობილო გზა და ავტოსადგომი.შენობას მთავარი შესასვლელი გაუკეთდა აღმოსავლეთიდან, სადაც მოეწყო ჩასასვლელი კიბეები2.80მ.სიგანის.შენობა-ნაგებობის ძირითად სტრუქტურას რკინა-ბეტონი წარმოადგენს რაც გამოყენებული იქნება ფასადის ძირითად ფაქტურად.ღიობები შეიმოსება შავი ფერის ალუმინის ვიტრაჟებით. შენობის დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე დამონტაჟდება ლითონის ცხაურები. ობიექტი გადაიხურება ბეტონის ბრტყელი გადახურვით რომელსაც მთელ პერიმეტრზე შემოევლება მინის მოაჯირი.
რაც შეეხება ხე-ნარგავებს, წარმოდგენილი პროექტის საზღვრებში არ ხვდება არანაირი ხე-ნარგავი, ხოლო შეთანხმებულ დენდრო პროექტს გიგზავნით შეტყობინების სახით.
ვინაიდან ჩვენ მიერ ატვირთული პროექტი განცხადების ნომრით AR1275859 დახარვეზებული იქნა და ქონების მართვის სააგენტოდან დამატებითად წარმოსადგენი დოკუმენტის მოლოდინში ამოიწურა პროექტის განხილვის ვადა და პროექტი დარჩა განუხილველი, გთხოვთ გაითვალისწინოთ მოსაკრებლის თანხა, რომელიც გადახდილი იყო წინა განცხადების ნომრით.
დამხმარე ნაგებობები
მოცემულია, თბილისის ზღვის მიმდებარედ საფეხბურთო სტადიონებისთვის საჭიო დამხმარე შენობის პროექტი, რომელშიც უნდა განთავსდეს; ფეხბურთელების გასახდელები, მსაჯის გასახდელი, ექიმის ოთახი, თეორიის ოთახი, და სხვა დამხმარე სათავსები.
შენობა გეომეტრიული ფორმებით მარტივი მოხაზულობისაა და წარმოადგენს ერთსართულიან ნაგებობას. საძირკვლები გათვალისწინებულია კონბინირებული ტიპის, ხოლო შენობანაგებობა ლითონის კონსტრუქციებისაგან.
ახალი ნებართვა
საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქ თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე (ხეხილსანერგე მეურნეობა) საკადასტრო კოდი #81.21.02.200/81.21.02.201.
საპროექტო ტერიტორიის ფართობი შეადგენს 199991 კვ.მ. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეთანხმებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი. პროექტირებისას გათვალისწინებულ იქნა თბილისის ზღვის განვითარების ჩარჩო გეგმა.
დამკვეთის მოთხოვნითა და ტერიტორიის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ "მრავალფუნქციური კომპლექსის" კონცეფცია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მიმართულებით. აღნიშნული ფუნქციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სასტუმრო, რომელიც ტერიტორიის განვითარების პირველ ეტაპად განისაზღვრა. სასტუმროს განსათავსებლად ოპტიმალურ ადგილად მივიჩნიეთ ზღვისპირა ფერდის ნაწილი, რადგან ქანობის 70%-იანი დახრის გამო ვერ მოხერხდა მისი საზოგადოებრივი ფუნქციით დატვირთვა.
საპროექტო ტერიტორიას დასავლეთით ესაზღვრება იახტ-კლუბი, სამხრეთით გრგ-ს მიხედვით გათვალისწინებული საველოსიპედო გზა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ზღვის გარშემო არსებული მთავარი საავტომობილო მაგისტრალი, აღმოსავლეთით ასევე გრგ-ს მიხედვით გათვალისწინებული კოტეჯის ტიპის განაშენიანება, (რომელიც პერსპექტივაშისასტუმროს შემადგენელ ნაწილად მოიაზრება), ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება თბილისის ზღვა.
სასტუმრო ტერასულად ვითარდება ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო სივრცეების გახსნა მიმართულია ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაც შესაძლებელს ხდის თბილისის ზღვის გარშემო არეალის მაქსიმალურ აღქმას და ხელს უწყობს სათავსების ინსოლაციას. შენობა განთავსებულია რელიეფზე 9X9 კვადრატების ტერასული, ზღვისკენ მიმართული განლაგებით. რელიეფის დახრის პარალელურად შენობა განაწილებულია სამ დონეზე. სასტუმროს განფენილობასა და მიწის ზედაპირს შორის სივრცე არის დატოვებული, რაც სასტუმროს კომუნიკაციებისა და საერთო მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის საშუალებას იძლევა.
შენობის ძირითად კონსტრუქციულ სტრუქტურას რკინა-ბეტონი წარმოადგენს, რაც გამოყენებული იქნება ფასადის ძირითად ფაქტურად. შენობის ღიობები შეიმოსება შავი ფერის ალუმინის ვიტრაჟებით, ხოლო აივნებისა და ტერასების მოაჯირებად გამოიყენება შავი ფერის ლითონი, სახურავზე კი მოეწყობა ბუნებრივი საფარი.
http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=725615http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=725616http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=711286http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=711209http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=711210http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=711211http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=478284http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=478285http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=478286http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet...edFileId=478329 This post has been edited by sviri2 on 18 Aug 2015, 01:20