#45345906 · 5 Aug 2015, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Omid77
QUOTE | თავდაცის სამინისტროს ეს სპორტი როგორ არ აინტერესებს და რატომ არ ფიქრობს მასობრივობის გაზრდაზე, აი რა ლოგიკაა?! პირდაპირ პატრონაჟს უნდა უწევდეს! მაგრამ ყველა თავდაცვის მინისტრი იყო პაკაზუხა პოლიტიკოსი, ხოდა სად სცალიათ მაგაზე საფიქრელად! |
არადა, რამდენადაც ვიცი, ჩინი აქვს სალუქვაძეს.
გეთანხმები, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა მხარდაჭერა, მარტო პრეზიდენტი ვერაფერს გახდება.
სულაც არ ვაკნინებ ქევხიშვილის მიღწევებს. უდავოდ თავიანი კაცია და კარგადაც ირჯება, მაგრამ ძიუდოში მის მოსვლამდეც მაღლა იყო თამასა აწეული. გარდა ამისა, ქევხიშვილი პარტიულია და მისი დახმარება პარტიის პრესტიჟიც არის გარკვეულწილად (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯაჯგური და ჩხუბი დასჭირდა იგივე ძიუდოს აკადემიის ფედერაციისათვის გადაცემას).
მეორე საქმეა კიდევ პოპულარიზაცია, რამაც უნდა გაზარდოს მასობრიობა და კონკურენცია რომ შეიქმნება, მერე უფრო მიაღწევენ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამაში ჟურნალისტებსაც შეუძლიათ სარგებლის მოტანა. აი, წინა გვერდებზე გოვოროვზე ვწერდით. ამდენი წელია, ტანვარჯიშში მედალი არ ჰქონიათ ქართველებს და მაგან ბრინჯაო აიღო. ერთი სტატია, ინტერვიუ გააკეთა ვინმემ? არცერთი არ შემხვედრია. არაა ეს სწორი. გამარჯვებული სპორტსმენები ყველამ უნდა გაიცნოს და მერე სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი, თავადაც ივარჯიშონ და მიაღწიონ წარმატებას.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|