სტადიონზე"დილას" გორში თამაში ურჩევნია გადაჭედილ ტრიბუნებზე 6-7 ათასი მაყურებლის წინაშე, ვიდრე თბილისში 15 ათასი მაყურებელი იქნება მოტიტვლებულ ტრიბუნებზე!... არ იცით რა ატმოსფეროა თამაშის დაწყების და დამთავრების შემდეგ, რა მხარდაჭერა და რა მუხტია გორში!!!
არა მგონია, რომ ნებას დართავენ გორში ითამაშონ.
ტრანსფერებზეჯუღელის ეხლა წასვლა მირჩევნია და არ ვდარდობ არავის ილურიძესა და ნავალოვსკის გარდა! წავიდეს და წაიყვანოს კვირკველია.... ჯუღელის ეხლა წასვლა სჯობია ნახევარ სეზონში მაგის ფეხბურთელების წასვლას! ჯუღელის გარეშეც შესძლებენ 1 თვეში ნორმალურად გაძლიერებას!
შემადგენლობაზემიგინეიშვილი არ უნდა გაეშვათ. მითუმეტეს კვეკვესკირი არ უნდა გაეშვათ!! ეხლა 1 სერიოზული ცენტრფორვარდი და 2 კარგი დონის პლეიმეკერი გვინდა. და რა თქმა უნდა
მეკარე!!! ქუთაისიდან გადმოსული მეკარე არაა საჩემპიონოლიგის დონისა...
1 თვე საკმარისია, რომ გამოასწორონ შეცდომები!
* * *
“პარტიზანი” “დილასთან” მატჩისთვის ემზადება (+VIDEO)
http://worldsport.ge/ge/page/121818_partiz...-emzadeba-video2015/16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ გორის “დილას” წილისყრამ მეტოქედ “პარტიზანი” არგუნა. სერბეთის ჩემპიონატის ბოლო დროის საუკეთესო გუნდი შეკრებას ქალაქ ჩაიეტინაში გადის.
ზორან მილინკოვიჩის შეგირდებმა ამხანაგური მატჩი ქვედალიგელ “ზლატიბორთან” გამართეს და იოლად 4:0 იმარჯვეს (VIDEO). შიდაქართელების მომავალ მეტოქეთაგან გოლები კოჟიჩმა (21-ე წუთი), ნინკოვიჩმა (36), გოლუბოვიჩმა (50) და მარინკოვიჩმა (58) გაიტანეს.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “პარტიზანის” ახალწვეულ ბულგარელ ფეხბურთელ ვალერი ბოჟინოვს, კიდევ ერთმა ახალმა ფეხბურთელმა ფაბრიციო სილვამ კი პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა.
21 ივნისს “პარტიზანი” სერბულ “სლოგას” გაეჯიბრა და 3:0 დაამარცხა.
“პარტიზანი” “დილას” 14 ივლისს მიიღებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა საქართველოში 21 ივლისს გაიმართება.
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...