პარტიზანი ნებისმიერ დღევანდელ ქართულ კლუბს გააპობდა!დილას მანდრაჟით რომ არ ეთამაშა ბელგრადში, უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა პარტიზანს. მილინკოვიჩს შევეკითხე სტიაუასთან შანსებზე და პასუხიდან დავასკვენი რომ წარმატების იმედი აქვს. ამიტომაც წარმატება ვუსურვე - იმანაც მადლობა გადამიხადა.
გორელები მართლა წარმატებას უსურვებენ პარტიზანს!
გრობარებიც ძალიან კორექტულები იყვნენ გორელების მიმართ და გულშემატკივრები და გრობარები ერთმანეთს მიესალმებოდნენ ტრიბუნაზეც და მატჩის შემდეგაც ავტობუსებთან!
ბევრმა ამოისუნთქა: დილა ჩვენსავით გამოეთიშა და ძაან არაფრით განსხვავდება ჩვენგანაო... ოკ!გასტროლიორები (კვირკველია, ღონღაძე, მარცვალაძე, ილურიძეც) უნდა წავიდნენ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე! ან სათადარიგოზე გადაინაცვლონ რამდენიმე თვით...
ნავალოვსკი უკვე ეხლაა გუნდის წევრი და დროთა განმავლობაში ლიდერიც გახდება! თუ დარჩენას გადაწყვეტს. რაც ნავალას მოუვიდა თავის დროზე დილას კაპიტანს კობიაშვილსაც მოსვლია! რა ვქნათ, ეგეთები არიან ზოგი გორელი და ქართველი ვაი გულშემატკივარი...
გუნდის წევრები გახდებიან რამდენიმე თვეში შევჩენკო (უკვე დაიწყო დაცვის ხელმძღვანელობა), კვირკვია (ამის თამაშის ჟინი აკლია მარცვალაძეს) და პაპავა (თუ დილას გუნდურ თამაშშს აუღო ალღო).
თამაშის შემდეგ ველაპარაკე ნავალოვსკის და გორელაშვილს. აი გორელაშვილის სათადარიგოზე დარჩენა არ შეიძლება!! ისევე როგორც ერისთავის!...
საერთოდ უნდა დაუბრუნდეს დილა თავის საჩემპიონო სქემას და შემადგენლობას.
ეხლა სუპერთასი "დილა" - "დინამო"! ცხოვრება გრძელდება....
პ.ს. დიმა, შენთვის კიდევ დიდხანს მიუწვდომელი "აბსტრაქცია" ვიქნები ... ატმებში და პორტლანდცემენტში უკეთესად გაერკვიე
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...