რამდენი არა ადეკვატური კომენტი გაჩნდა ამ თემაში...
სოსიაშვილის მიმართ პრეტენზიები არ არის! არც მაგის დარჩენაა პრობლემა და არც მაგის წასვლა (თუ დარასელია შეცვლის, რა თქმა უნდა)... თუ წავა, ისევ რომელიმე ქართულ კლუბს გაწვრთნის. იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელების 90% ძლიერია!
პრობლემა დილას მენეჯმენტშია. გამოსაცვლელია მენეჯმენტი და მართვის პრინციპები.
მენეჯმენტის გამო ფეხბურთელებისგან დაცლილი დილა სოსიაშვილმა რაც შეიძლებოდა ათამაშა. ჩვენი ჯგუფი უფრო ძლიერი იყო, ეს სტიკებმაც დაადასტურა. ამ ძლიერ ჯგუფში 2 ქულა დააკლდა რომ სტიკებში ევრო თასების მონაწილეობისთვის ებრძოლა. მწვრთნელს ვერ დაადანაშაულებ! არ ჩაუგდია მუშაობა...
მენეჯმენტი კი გასაშვებია!
დილა კი ქართული ჩემპიონატის დონეზე ისევ ძლიერი გუნდია. ამის დამტკიცება დარასელიასაც შეუძლია და სოსიაშვილსაც.
აი ქართული ჩემპიონატის დონე კი მართლა ძალიან დაეცა. ეს სფფ პრობლემაა! პრობლემა მენეჯმენტშია გუნდის დონეზეც და ფედერაციის დონეზეც!...
ყველას (ადეკვატურებსაც და არა ადეკვატურებსაც) გილოცავთ ახალ 2017 წელს!
ბედნიერი ახალი წელი დაიყენეთ!
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...