ძალიან ცუდი საიტია. ხალტურაა და თანაც ბიუჯეტის ხარჯზეა გაკეთებული. 2 წელია მაგ საიტზე ვერაფერს ვერ გაიგებ! ეგ ძველი მენეჯმენტის მუშაობის შედეგია! მაგის წინ რომ საიტი ჰქონდა დილას, ის საიტი ერთი თავით მაღლა იდგა (თუმცა არც ის იყო ვებ დიზაინის მწვერვალი) ეხლანდელ საიტზე.
რომ არ მუშაობს საიტი, ეგ პირველ რიგში დილას პრესსამსახურის ბრალია, რადგან პრესსამსახურმა უნდა იმუშაოს მაგ საიტით!!! ამაში ვინმეს ეჭვი გეპარებათ?
კაკაურიძე აქებს დილას პრესსამსახურს და საიტის არ მუშაობას აბრალებს ინვესტორს. ძველ მენეჯმენტ კი არ აბრალებს (მაშინაც ვერაფერს ვერ გაიგებდი მაგ საიტზე), პრესსსამსახურს კი არ აბრალებს (არც ადრე არ იყენებდნენ ახალ საიტს და ფეისბუკზე წვალობით ტექსტურ რეპორტაჟებს დებდნენ ... თანაც თამაში როგორ დამთავრდა ავიწყდებოდათ დაწერა

) ... აბრალებს ინვესტორს!
ინვესტორის ბრალდებას ამყარებს იმით, რომ კერძო ინვესტორმა დილაში რამდენს ჩადებსო არ გვიპასუხაო.
კერძო ბიზნესი, საბიუჯეტო ორგანიზაციიცგან ვერ გაურჩევია...
ინვესტორის მიმართ ბრალდებას ამყარებს ნაციონალიზმით და სხვა სისულელეებით.
ძველ მენეჯმენტს ამოწმებენ საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე. თუ პროფი ხარ კაკაურიძე და გულშემატკივარის ინფორმირება გაწუხებს, მიდი და მოიძიე აუდიტორების დასკვნა და დაწერე სტატია! არა ხარ პროფი... ძველ მენეჯმენტს ხელს აფარებ და ახალ ინვესტორს უტევ, სახელს უტეხავ! ამ შენს მინუსს ვხედავთ და შენი დაწერილის არა გვჯერა! წერტილი.
დილა ვარჯიშობს გორში, ხალხი დადის და უყურებს, ვინ ვარჯიშობს და ვინ არ ვარჯიშობს. ხალხი ესაუბრება პერსონალს და ხალხმა იცის დილა რომ თურქეთში წასვლას აპირებს. კაკაურიძე კი 2 წელი უმუშევარ საიტს უყურებს და სტატიას წერს - დილას პრესსამსახური არაფერ შუაშია, ინვესტორის ბრალია ყველაფერი. ვინ დაგიჯერებს, კაკაურიძე? არა ხარ პროფი... წერტილი.
ამის მაგივრად წერს უცხოელები ზევიდან გვიყურებენო და მე სიბნელეში არა ვარო, ბნელი ნუ გგონივართო

ბნელი ხარ, კაკაურიძე და თანაც გულშემატკივარის მოტყუებას ცდილობ.
სხვა ქალაქებშიც მკვდარი საიტებია და იმ ქალაქებში დაიჯერებენ რასაც წერს კაკაურიძე. მაგრამ გორში არ სჯერათ კაკაურიძეს! ეს ვერ გაითვალისწინა, იაფად მოინდომა გულშემატკივრის გამოყენება.
გორში, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში, გორელები ხედავენ რომ ინვესტორი სერიოზულად მიუდგა საქმეს. და ვინმეს რომ ველაპარაკები, ყველას იმედები აქვთ. გორელები მხარში უდგებიან ინვესტორებს!
ინვესტორები საქმეს აკეთებენ! ჩვენ კი მიჩვეულები ვართ დაპირებებს, ტრაბახს, სიტყვებს, კეკლუცობას ... და საბოლოოდ მოტყუებას
ამიტომ! დააცადეთ ხალხს საქმე აკეთონ! დაველოდოთ...