აი ეს პრობლემაა დღეს, რაზეც ადრე დავწერე.
ქართველები ვერ უბავენ მხარს ბრაზილიელებს. ბრაზილიელები სწრაფად აზროვნებენ და დარბიან, დინამიურად თამაშობენ. ჩვენები ზანტ ფეხბურთს, ფეხებში პას და ბურთის თრევას არიან მიჩვეულები.
უბრალო მაგალითი. ლეონარდომ ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე გადაუგდო ბურთი ზარიას. ფეხებში კი არა, არამედ "ნა ხადუ" ეგრე 2-3 მეტრზე. ზარიამ ხელები გაფარჩხა, ლეანდროც გაბრაზდა - სწრაფი კონტრშეტევა ჩაიშალა. კომენტატორი კი უბერავს "არ არის მართალი ბრაზილიელი, არ უნდა გამოხატოს უკმაყოფილება"-ო
ან კარგი პლეიმეიკერი უნდათ ბრაზილიელებს (მაგალითად, დერეტი), რომ ააწყონ თამაში. ან კარგი დისპეჩერი, რომ გრძელი პასებით გარღვევებზე გავიდნენ.
ფლავიოს გამოჩენის შემდეგ, მოდებაძეს შეუძლია არ იჩქაროს გამოჯანმრთველება. თუმცა ამბობენ აპრილის ბოლოს მწყობრში დადგებაო.
რახან მეტოქის საჯარიმოში ესეთი ფორვარდი (ფლავიო ნუბიო) გამოჩნდა, დილა უფრო აგრესიული და შედეგიანი გახდება. დაცვას ნაკლები სამუშაო ექნება.
ქარქუზაშვილს აქვს პოტენციალი და მოტივაცია, რომ ბრაზილიელებს შეეწყოს. კირკიტაძე კარგი ჩანს. პაპავა დასატოვია. კვახაძე ყოველთვის გამოცანაა და ყვითელფერიანი. ძარია და დანარჩენები ამ დილას არ გამოადგებიან.
სჯობია დილაში ნათამაშები ქართველები დააბრუნონ დილაში. რომლებსაც კარგად უთამაშიათ და პოტენციალი აქვთ ბრაზილიელებს მხარი აუბან.
ან ყოველ თამაშს ავრაამ გრანტი დაესწროს!