მოკლედ წელს რისი იმედი უნდა გვქონდეს რეალურად, ალბათ არაფერი განსაკუთრებულისა
1) დილა- ძალიან უნდა გაუმართლოს კენჭისყრაში რომ აზრი ჰქონდეს, და მინიმუმ ევროპა ლიგის პლეიოფი მაინც გაინაღდონ, ყველაზე სასურველი
მეტოქე რათქმაუნდა ალბანეთის ჩემპიონი, ასევე ფინეთის, და უნგრეთის გუნდებიც სასურველი ვარიანტები იქნება, დანარჩნებთან მცირეა შანსი
პროგნოზი: თითქმის უიმედო
2) თბილისის დინამო- პირველ ორ ეტაპზე განთესილები იქნება გუნდი, ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ მესამე ეტაპამდე უნდა მივიდნენ, აი იქ კი უკვე ძალიან უნდა გაგვიმართლოს
პროგნოზი: ორი ეტაპის დაზლევა
3) ცხინვალის სპარტაკი- არსებული შემადგენლობა თუ შეინარჩუნეს და მერებაშვილი, გრიგალავაც დაიმატეს მინიმუმ ერთი ეტაპის გადალახვა რეალურია
4) ბათუმის დინამო- ყველაზე ამოუცნობი გუნდი ევროტურნირებზე ჩემთვის, გუნდი რომლისგანაც არ ვიცი რას უნდა ველოდო, შევსება ( გაბედავა, ფონიავა, გორგიაშვილი), ბათუმის დინამოს კვალობაზე ჯერჯერობით კარგია, იმედია 1-2 ფეხბურთელით კიდევ გაძლიერდებიან
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სად ითამაშბენ გუნდები, თბ დინამო გასაგებია, ცხინვალი ალბათ მესხზე, დილა სავარაუდოდ პირველ ეტაპს გორში, თუ წინ წავიდნენ მერე ალბათ უკვე თბილისში, ბათუმი როგორც მახსოვს ქუთაისში ან ზესტაფონში