არ არის ეს ქუჩის ფეხბურთი
ამდენ მომენტს გუნდი ქმნის იმიტომ, რომ ყველა შემტევი ძალიან ბევრს მოძრაობს მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს. ყველა მოძრაობაში იღებს ბურთს.
მოედნის ცენტრს ასე ადვილად გადადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგრად ისხნებიან. ტიკი-ტაკას ელემენტებიც ბევრია
არანაირად არ არის ეს ქუჩის ფეხბურთი. არის მომენტები, როცა ბევრი მოსდით, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში სწორად მიდიან მოსატყუებლად.
გუნდს აქ რამოდენიმე პრობლემა:
1. ფიზმომზადება. მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთი უჭირთ ძაან
2. მომენტებში კონცეტრაციას კარგავს გუნდი
3. ამ დონის მეტქეებთან თამაშების ნაკლებობა. ასაკობრივ ჩემპიონატებსა და პირველ ლიგაში 10-დან 9-ს დიდი ანგარიშით იგებენ ეს ბიჭები.
4. მომენტების დაბალი რეალიზაციის პროცენტი. ერთი ცივისხლიანი ფორვარდი რომ ყავდეს ამ ნაკრებს, ძალიან სერიოზული გუნდი იქნებოდა.
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ქუჩის ფეხბურთელები ნაღდად არ არიან

პ.ს. თურქეთთანაც შეიძლება წავაგოთ. ფსიქოლოგიურად განადგურებულია გუნდი

ორი ძალიან დასანანი წაგება
This post has been edited by George:) on 31 May 2015, 18:56