სულ სხვაა სტადიონთან ახლოს რომ ზიხარ ბევრად იავნად ჩანს ყველაფერი და მოკლედ დავწერ ჩემ აზრს
პირველი და მთავარი პრობლემა რაც არის, რაც ყველა ასაკობრივ ნაკრებშია და შემდეგ რათქმაუნდა ეროვნულშიც, თვითონ სისტემა, რაც ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მეორე ტაიმში,
მოჩვენებითად ვითომ ვუტევთ, უპირატესობა გვაქვს, მაგრამ როცა საჯარიმოს მისადგომებთან მივალთ, ბურთს უაზროდ ვატენით ან არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როცა პასია საჭირო იქ ურტყამ, ან პირიქით, მარტივად რომ ვთქვათ ქაოტურად ვმოქმედებთ
ვინმეს თუ გონია რომ მეორე ტაიმში ესპანეთს ვაჯობეთ ძალიან ცდება, ძალების მინიმალური დაზოგვით მიაღწიეს მაქსიმალურ შედეგს, პირველი ტაიმის მერე მიხვდნენ არც ვიყავით და შესაბამისად ითამაშეს მეორე ტაიმი
რამდენიმე პოსტი წავიკითხე არაფრით ჩამოვუვარდებით ესპანელებსო, იმედია ხუმრობთ, რაც რამე კომპონენტი არსებობს ფეხბურთში 10 თავით აღგვემატებიან
უფრო სწორი იქნებოდა ასეთ შედარებას თუ გავაკეთებდი ევროპულს ფეხბურთის განვითარებას ჩამოვრჩებით 10 ჯერ
ასევე ბევრჯერ მომისმენია აზრი ჩვენ ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად ძლიერები არიანო, ვინმე ამიხსნის რაში გამოიხატება ეგ სიძლიერე, ბურთის ფეხზე გადატარებაში? მატაობაში?
ინდივიდუალურად ძლიერი იყო სიტყვაზე ესპანელების 10 ნომერი, გინდა პასი გინდა, გინდა მოედნის ხედვა, ჯანი, ფეხზე მყარად დგომა, პასი, თავით თამაში რავიცი კიდე
იმხელა სახვაობა იყო ჩვენს ერთ ფეხბურთელს და იმათ ერთ ფეხბურთელს შორის რომ შედარებაც კი უხერხულია, როგორ ტანზე, განვითარებული კუნთები, ჯანი, გამძლეობა
ჩვენები ტიპიური 18 წლის ბავშშვები ( უმეტესობა), თითქოს სულ არ უვარჯიშიათო, რომლებიც ეზოში თამაშობენ ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე
ერთი მომენტი იყო, ოდნავ მიკრა ესპანელმა მხარი ჩვენიანს და ისე მოწყვეტით დაეცა ეს, გეგონება ჭიდაობის რამე ილეთი გაუკეთაო, მრავლისმთქმელი იყო ეგ მომენტი
ახლა ცოტას ინდივიდუალურადაც შევაფასებ
მეკარე, დამაჯერებელი იყო გამოსვლებზე, მაგრამ მეგონი მეკარის კვალობაზე ცოტა დაბალია, პირველი ბურთის აღება შეიძლებოდა
ტაბიძე , კიტეიშვილი და ხარაიშვილი, ამ ბიჭებს თუ კარგ კლუბებში მოხვდნენ დასწორად წარმართეს თავის კარიერა აქვთ პოტენციალი
თევზაძე, იმის გათვალისწინებით რა პრესაც აქვს, აშკარად მეტს მოველოდი
იტოგში ძალიან შორს ვართ რა ევროპული ფეხბურთიდან, და უახლოეს მომავალში ასეთ გამონათებებს უნდა დავჯერდეთ როგორიცაა უ-17 ან მაქსიმუმ უ-19 ევროზე გასვლა
სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა
This post has been edited by Sean on 29 May 2015, 22:03