მთელი ეს ისტორია:
1. სკანდალის პრეისტორია.
ყველაფერი 5 წლის წინ, 2010-ში დაიწყო, როცა 9 ქვეყანამ დაბიდა 2018/2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლობაზე. ამავე წლის ნოემბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა ფიფას 6 წევრს უფლებამოსილება შეუჩერა, ორ მათგანს კი 12 და 5 ათასდოლარიანი ჯარიმა დაუწესა მასპინძლობის პრეტენდენტებისთვის ხმების მიყიდვის შეთავაზების გამო. სამაგიეროდ, კომისიას ''გამორჩა'' სამი ჩინოვნიკის (პარაგვაი, კამერუნი, ბრაზილია) მიერ შესაწირის სახით შენიღბული თანღის აღება. 2013 წელს ამათ წინააღმდეგ შიდა მოკვლევა დაიწყო, მაგრამ კომისიამ თქვა, შვეიცარული კანონის თანახმად არ ისჯება ქრთამის აღება და ვერაფერს ვიზამთო biggrin.gif ახლა სამივე გადამდგარია.
დეკემბერში გამარჯვებულებად რუსეთი და ყატარი დაასახელეს, 2011 წლის მაისში კი ინგლისის FA-ს თავმჯდომარე დევიდ ტრისმანმა მისცა ჩვენება, რომელშიც ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ჯეკ უორნერი, ნიკოლას ლეოსი, რიკარდო ტეიშეირა და ვორავი მაკუდი დაადანაშაულა იმაში, რომ მათ სცადეს ხმების სანაცვლოდ მისგან ფული აეღოთ. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ეხებოდა ფიფას ვიცე-პრეზიდენტ ისა ჰაიატუსა და აღმასრულებელი კომიტეტის კიდევ ერთ წევრ - ჟაკ ანუმას მიერ 3 მილიონი დოლარის აღებას ყატარისთვის ხმის მიცემის სამაგიეროდ. ფიფას ყველა ჩინოვნიკმა ბრალდება უარყო, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთმა მომწემ, მოჰამად ბინ ჰამამმა თვით ბლატერს დაადო ხელი და თქვა, რომ მან კარგად იცოდა მექრთამეობის შესახებ. ბლატერმა ყველაფერს სიცრუე უწოდა, ფიფას ეთიკის კომისიამ კი იგი 2 დღეში გაამართლა biggrin.gif
კიდევ ორი დღის შემდეგ, 29 მაისს ეთიკის კომისიამ მოკვლევა მოჰამად ბინ ჰამამის და ჯეკ უორნერის წინააღმდეგ დაიწყო. პირველს ბრალი იმაში ედებოდა, რაშიც ბლატერი დაადანაშაულა - მოქრთამვა. ორდღიანი მოკვლევის შემდეგ ფიფამ ის სამუდამოდ გააძევა, რაც ერთი წლის შემდეგ გაუქმდა, საქმეში ნივთმტკიებების არარსებობს გამო. თუმცა ამ დროისთვის ფიფას არჩევნები, რომელშიც ბინ ჰამამი მონაწილეობას იღებდა, უკვე ჩავლილი იყო. მეორეს იმეილი ამოუვარდა, სადაც ფიფას გენერალური მდივანი ჯერომ ვალკე ყატარის მიერ მუნდიალის ყიდვაზე ხუმრობდა. ვალკემ განაცხადა, რომ ეს ფრაზა პიარ-კამპანიას უკავშირდებოდა და არა ქრთამებს. უორნერი გადადგა და გამოძIება არ შეხებია.
2012 წლის 24 აპრილს ევროპის საბჭომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მონიტორმა, ბლატერი საკუთარ მოხსენებაში მიწასთან გაასწორა, განაცხადა რა, რომ ''რთული წარმოსადგენი იყო,'' ფიფას პრეზიდენტს არ სცოდნოდა იმ ''საკმაოდ დიდი თანხმების'' შესახებ, რომლებიც ფიფას სხვადასხვა წარმომადგენლებს მარკეტინგის კომპანია ISL უხდიდა. ISL (International Sports and Leisure) მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების კონტრაქტის შემადგენელი ერთ-ერთი მხარეა. მის მიერ მოსყიდული ტეიშეირა და ლეოსი 2013 წელს ჩამოაშორეს ფეხბურთს, ვისაც სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვა 4 წევრი (მსოფლიომდე ჩატარებული 4 თამაშის ჩაწყობის გამო) და ბინ ჰამამი (ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევის გამო) მიყვნენ. იმავე 2013 წელს შიდა გამოძიებამ ბლატერი უდანაშაულოდ ცნო, სამაგიეროდ ჟოაო აველანჟი აიძულა, გადამდგარიყო საპატიო პრეზიდენტის თანამდებობიდან ISL-სგან 1992-2000 წლებში ქრთამის აღების გამო.
2014 წლის 13 ივნისს ფიფას შიდა გამოძიებამ 90 წლით ჩამოაშორა ფეხბურთს ფრანც ბეკენბაუერი, რომელმაც განაცხადა, რომ ეთიკის კომიტეტის კითხვებს იმიტომ არ უპასუხა, რომ კითხვებს ინგლისურად უსვამდნენ, მას კი ინგლისური არ ესმის. ცოტა ხანში გამოქვეყნდა ეთიკის კომიტეტის დასკვნაც, რომელმაც ყატარი და რუსეთი უდანაშაულოდ ცნო 2018/22 წლების ჩემპიონატის მასპინძლობის მიღებისთვის მოსყიდვებში. თუმცა მაიკ გარსიას, დასკვნის ავტორს, სურდა სრული მოხსენების გამოქვეყნება, რადგან მისივე თქმით იგი ''არასრულად და არასწორად წარმოადგენდა ფაქტებსა და დასკვნებს''. 2014 წელს მან ოფიციალურად უჩივლა ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანს-იოაკიმ ეკერტს მის მიერ დაწერილი დასკვნის არასწორად წარმოდგენის გამო. ამ ყველაფრიდან კი ის გამოვიდა, რომ მისი ჩივილი აპელაციამ არ მიიღო, გარსია კი თანამდებობიდან გადადგა (lol.gif)
2. რა ხდება ახლა:
შვიდი დაპატიმრებული ჩინოვნიკი:
user posted image
2015 წლის 27 მაისს, ანუ გუშინ, ფიფას პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, აშშ-ს ჩინოვნიკების მოთხოვნით შვეიცარიელი ორგანოები შეიჭრნენ ფიფას სათაო ოფისში, ციურიხში, და შვიდი პირი დააპატიმრეს. აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა გამოაქვეყნა 47 პუნქტიანი ბრალდება, რომელიც ფიფას 14 ჩინოვნიკს ადანაშაულებს რეკეტში, გაყალბებასა და ფულის გათეთრებაში მონაწილეობაში. აღებული ქრთამის ჯამური თანხა 150 მილიონ დოლარს შეადგენს, რის სანაცვლოდაც ეს პირები, მინისტრის თქმით, ბოლო 24 წლის განმავლობაშI გადასცემდნენ მომგებიან მედია და მარკეტინგის უფლებებს ქრთამის მიმცემებს. აშშ-სგან დამოუკიდებლად შვეიცარიამაც თავისი გამოძიება დაიწყო 2018/22 წლების მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არის ყატარი, რომელსაც ხშირად უწოდებენ XXI საუკუნის მონათა სახელმწიფოს. 2013-14 წლებში გამოქვეყნებული მოხსენებების თანახმად, იქ ყოველწლიურად 4000-ზე მეტი მუშა იღუპება. მუშებს დამსაქმებლის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ. ბოლო დროს ყატარმა ჩრდილოეთ კორეიდან დაიწყო ადამიანური რესურსების იმპორტი მოედნების ასაშენებლად.
ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი პირები კონკაკაფს უკავშირდებიან. ჯეფრი ვები, კონკაკაფის თავმჯდომარე, ბლატერის შემცვლელადაც მოიაზრებოდა. ერთ-ერთი ძVელი კადრი, ჩაკ ბლეიზერი, გამოძიების მოწმედ იქცა, დანაშაული აღიარა, 1.9 მილიონი დოლარი გადაიხადა და დიდი წვლილი შეიტანა სახმრეთ და ცენტრალური ამერიკის წარმომადგენელ ჩინოვნიკთა დაკავებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯეკ უორნერს, ბრალდების აქტის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში მუნდიალის ჩატარებისთვისაც აუღია ქრთამი - 10 მილიონი დოლარის სახით.
რუსეთის პრეზიდენტმა ზეპ ბლატერის მხარე დაიჭირა და დაკავებებს აშშ-ს მხრიდან ძალის გადაჭარბება უწოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გამოძიება ''უკანონო ექსტერიტორიალურ აქტად'' დაახასიათა. თუმცა უკანონო არაფერია - შვეიცარიას, ექსტრადიციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, გაფორმებული აქვს სპეციალური შეთანხმება აშშ-სთან, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია, გადასცეს სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული პირები.
სპონსორების მხრიდან გამოხმაურება ერთგვაროვანი იყო - მაკდონალდსმა, კოკა-კოლამ და ვიზამ ერთხმად ''შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი'' (biggrin.gif) უწოდეს სკანდალს, ვიზა კი საერთოდ სპონსორობის გადახედვაზე დაფიქრდა. კიდევ ერთი სპონსორი, ნაიკი, სავარაუდოდ თვითონ გახდა კორუფციის სკანდალში ჩათრეული - აშშ-ს მიერ წაყენებულ ბრალდებაში აღწერილია ერთ-ერთი ფირმის მაიამის ფილიალის მიერ ბრაზილიურ გუნდთან დადებული 10-წლიანი, 160 მილიონიანი ხელშეკრულება, რომლის დახმარებითაც ფულის გათეთრება მიმდინარეობდა. გუნდისთვის განკუთვნილი წლიური 34 მილიონის ნაცვლად, ათეულობით მილიონი ქრთამის სახით ფიფას ჩინოვნიკებს მისდიოდათ, ნაიკის შემოსავალმა ფისკალურ 2014 წელში კი 2.2 მილიარდი შეადგინა.
სპონსორები კი არა, გუშინ პლატინიმაც განაცხადა, რომ ფიფას არჩევნები აუცილებლად გადასადებია და ამ პირობებში მათი ჩატარება არ შეიძლება. ბლატერმა ეს განცხადება ყურად არ იღო, საპასუხოდ კი უეფამ განაცხადა, რომ თუ არჩევნები მაინც გაიმართება, იგი ფიფასთან ურთიერთობის შეწყვეტასა და ბოიკოტზე დაფიქრდება. დღეს ბლატერმა საგანგებო თათბირი დააანონსა, პლატინიმ კი - შეხვედრა ბერლინში, რომელზეც ფიფასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე უნდა იმსჯელონ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ბლატერი მოიგებს..
ყველაფრის მიუხედავად, ყატარის, და განსაკუთრებით, რუსეთის მასპინძლობა, მაინც აურიდებელ მოვლენად ჩანს. 2018 წლისთვის ინგლისურ სტადიონებსაც კი დიდი გადაკეთება დაჭირდებოდათ, ერთადერთი რეალური ალტერნატივა 2006 წლის მასპინძელი გერმანიაა.
რაღაცა დალპა დანიის სამეფოში