პირველ რიგში მინდა ვუთანაგრძნო დაღუპულების და დაზარალებულების ოჯახებს.
თამაშის დამთავრებისთანავე მინდოდა ამის დაწერა, უბრალოდ თავი აღარ მქონდა.....
1. სანამ საქართველოს ჩემპიონის ვინაობა სეზონის დაწყებამდე გადაწყდება;
2. სანამ ჩემპიონატის თამაშების 90% წინასწარ იქნება ჩაწყობილი და ფეხბურთელებს სულ @@@ ეკიდებათ სირბილი და მხოლოდ გამზადებული ანგარიშის დასმაზე იწვალებენ და საბოლოოდ ყველაფერს მსაჯებს დააბრალებენ (ნუ ბევრს საერთოდ უნდა აეკრძალოს მსაჯობა);
3. სანამ ბავშვთა ფეხბურთში არაპროფესიონალი, მამიკოების ფულზე დახარბებული მწვრთნელები გვეყოლება;
4. სანამ ბავშვების გაზრდისას მშობლები პირველ რიგში მათ განათლებაზე არ იზრუნებენ და მხოლოდ შვილის საშუალებით შავ იქს5-ებზე და ფეცოტებზე დათრევაზე იოცნებებენ;
5. სანამ ფედერაციის სათავეში არაპროფესიონალი, ფულის მონა, კარიერისტი და ... ფუნქციონერები იქნებიან;
6. სანამ გულშემატკივრობა სტადიონზე მისვლა და საკუთარი კომპლექსების გამოვლინების (გინება, ფურთხება და მზესუმზირის კვნეტა) საშუალება იქნება;
7. სანამ ქართველი ფეხბურთელის უფხოურ კლუბში გადასვლა ევროთასებზე გასული გუნდის მიერ თამაშის გაკეთების პრიკუპში მოყოლილი ამბავი იქნება;
8. სანამ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტიკაში არ მოვა ისეთი პიროვნებები, ვისაც ერთის მხრივ ანალიზის უნარი და მეორეს მხრივ გამბედაობა ეყოფა, რომ შავზე შავი თქვას და თეთრზე თეთრი;
9. სანამ ზოგადად ქართული ფეხბურთი უბრალოდ საიუჯეტო ფულის გათეთრების უებარი და ყველაზე მარტივი საშუალება იქნება;
10. სანამ ფეხბურთის განვითარების პროგრამა არ დაიდება, სადაც როგორც მინიმუმ ზუსტად იქნება გაწერილი პირველ რიგში მწვრთნელების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვების, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა სკოლების ფუნქციონირების პრინციპები და ა.შ.;
11. სანამ პაესტკაში წასული საკლუბო გუნდების წარმომადგენლები შარში გაეხვევიან მაღაზიიდან ნისვთების მოპარვის გამო;
12. სანამ არ ვიტყვით რომ 1981 წელი წარსულია და ახლა უბრალოდ ყელამდე ნეხვში ვზივართ;
13. სანამ ბოსკამპზე, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს დაგვისვა უმძიმესი დიაგნოზი, ვიძახებთ კლოუნი და ავანტიურისტი იყოო და ვერ გავაანალიზებთ მისი დასმული დიაგნოზის სიმძიმეს
14. სანამ .... (მეზარება მეტის წერა, თქვენ გააგრძელეთ)
ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება!
მწვრთნელად ერთად აღებული ჰიცფელდი, გვარდიოლა, კაპელო, მოურინიო, დელ ბოსკე და ანჩელოტიც რომ დაგვინიშნონ ჩვენს ნაკრებს არაფერი ეშველება, იმიტომ რომ ქართული ფეხბურთი 81წლის მერე ინერციით და 90-იანიების დასაწყისიდან დიდი სისწრაფით მიექანება ერთი ფრიად ბნელი და აყროლებული ადგილისკენ და ამ გზას ბოლოც აღარ უჩანს, რომ ვინმემ იქედან უკან დასაბრუნებელი გზის ძებნაზე დაიწყოს ფიქრი

პ.ს. ძალიან მეცოდება ცხადაძე და მთელი გულით ვურჩევ დროზე გადადგეს ან როგორც მინიმუმ იმავე გზის გავლას ნუ შეეცდება, რაზეც მის წინამორბედს დაუცდა ფეხი, თორემ გაუჭირდება იმ გინების და ლანძღვის ატანა, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გადამკიდე მიიღებს.
.
.
.
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა!