,,საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან გასვლითი მატჩის მეტი წილი ცუდად არ ითამაშა და რამდენჯერმე ფხიანადაც შეუტია, მაგრამ საბოლოოდ იმავე ანგარიშით წააგო, როგორითაც თბილისური შეხვედრა - 0:4.
როცა ბოლო სამ წუთში სამ გოლს უშვებ, მხოლოდ კონცენტრაციის დაკარგვაზე თუ ისაუბრებ. არადა, ტაბლოს თუ არ შეხედავ, ნაკრები უწინდელზე კარგია - ცოტათი მაინც. ყოველ შემთხვევაში, გუნდი ფეხბურთის თამაშს, შეტევას ცდილობს და "ძაფზე აცმულივით" გარჯასაც, მაგრამ ჯერჯერობით შედეგისა და წარმატების ტაბლოზე უკეთ შემფასებელი არავის მოუგონია...
კონცენტრაციის დაკარგვა კი ჩვენი ოდინდელი სენია და ეს მაშინაც გვჭირდა (და თან ნებისმიერ დონეზე), როცა მართლა ვარსკვლავები გვყავდა ნაკრებში, სამი-ოთხი მაინც. 4 ვარსკვლავი კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ყოველთვის კმარა, მაგრამ ჩვენ არ გვეყო. ეს სხვა თემაა.
მთავარზე ვთქვათ: ჩვენი ფედერაციის შეფობას სიტყვა მიუწვდება მიშელ პლატინისთან და თუ ფრანგი ლეგენდა ფიფას პირველკაცი გახდა, იქნებ ვთხოვოთ: სპეციალურად ჩვენთვის შემოიღოს სეკვესტრირებული ფეხბურთი, რომელიც 87 წუთს გრძელდება. "
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...vin-rcheba.htmlამოხეთქა! მაინც ამოხეთქა!!!
ერთ-ერთი მიზეზი ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობისა არის აი ამგვარი ახვრისმაგვართა საფეხბურთო წიაღსვლები...ნურავინ გამოვა და ნუ იტყვის, რომ ზოგადად სპორტულ ჟურნალისტებს არ მიუძღვით არცთუ უმნიშვნელო წილი ქართული ფეხბურთის უმსგავსოებამდე დაცემაში!
This post has been edited by abkhazi_83 on 25 Jun 2015, 01:44