
მხოლოდ 49 ქვეყანას მოიცავს, მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა მისთვის ისე ემზადება, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის. ღონისძიების სამზადისი ქვეყნის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას უშუალო კონტროლის ქვეშაა. სწორედ ის არის ევროპის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
როგორც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ხიკიმ განაცხადა ბაქოში, “სხვა კონტინენტებს - ამერიკას, აფრიკას, აზიას - უკვე დიდი ხანია აქვთ კონტინენტური თამაშები. მათ ამისთვის უკვე გააჩნიათ სათანადო სპორტული აღჭურვილობა და ქვეყანას აღარ უწევს გიგანტური საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, რასაც ტრადიციული ოლიმპიადა ითხოვს”.
საქართველომ და სომხეთმა, ისე როგორც კონტინენტის სხვა ქვეყნებმა, უკვე მიიღეს თამაშებში მონაწილეობისთვის ოფიციალური მიწვევა. მთლიანობაში, დაგეგმლია, რომ ბაქოს ეწვევა 6000-მდე ათლეტი და 3000-მდე ოფიციალური პირი, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებს წარმოადგენენ.
ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ბაქოში
ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ბაქოში
ბაქო იძლევა პირობას, რომ 100%-ით უზრუნველყოფს თამაშების მონაწილეების უსაფრთხოებას. სპორტსმენები დაბინავდებიან სპეციალურად გამოყოფილ საცხოვრებელ კომპლექსში, სახელწოდებით - “ათლეტების სოფელი”. კომპლექსი მოიცავს 13 საცხოვრებელ ბლოკს, 13 დასასვენებლ ზონას, 2500 ადამიანზე გათვლილ სასადილოს, 2 რესტორანს, საცურაო აუზს, ტენისის კორტებს, საკალთბურთო და ფრენბურთის მოედნებს. ეს ყველაფერი არაერთგზის დაიტესტა ევროპის ოლიმიური კომიტეტის სტანდარტებით და საბოლოოდ, კომიტეტმა განაცხადა, რომ აქ საცხოვრებელი პირობები არა მარტო სრულებით პასუხობს ევროპულ სტანდარტებს, არამედ აჭარბებს კიდეც მათ.
ოლიმპიური სოფელი ბაქოში
ევროპის თამაშებისთვის მზადების პროცესში ბაქოში მიმდინარეობს უკვე არსებული სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია, გადაიაღარება, ასევე, შენდება ახალი ობიექტები. მთლიანობაში, ევროპის თამაშები აზერბაიჯანის დედაქალაქში 20 სპორტულ ობიექტს მოიცავს, მათ შორისაა ახალაშენებული ეროვნული არენა ტანმოვარჯიშეებისთვის, რასაც დსთ-ს რეგიონში ანალოგი არ აქვს და სადაც 7000 მაყურებელს შეუძლია თვალი ადევნოს შეჯიბრს, რომელშიც 500 ტანმოვარჯიშე მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშეები, მწვრთნელები და ქორეოგრაფები აქ დილიდან საღამომდე ვარჯიშობენ და უახლოეს წლებში ისინი ქვეყანას, ალბათ, ბევრ სიურპრიზს უმზადებენ, თუმცა ახლა მთელი მათი ყურადღება ევროპული თამაშებისადმი სამზადისზეა გადატანილი.


ეროვნული არენა ტანმოვარჯიშეებისთვის ბაქოში
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია ბაქოს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა. რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ადგილზე გაეცნო ამ სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობას.
სტადიონის მშენებლობა 2012 წლის ნოემბერში დაიწყო და მომავალი წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 85% უკვე შესრულებულია: აშენებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, დამონტაჟებულია სახურავი, შესრულებულია საკვანძო-საკომუნიკაციო სამუშაოები, უკვე დაიწყო ფასადის რემონტი და ინტერიერის მოწყობა.
ამას გარდა, სტადიონის დამხმარე ნაწილში, სადაც სპორტსმენები ივარჯიშებენ, იგება მინდვრის საფარი და მონტაჟდება სარბენი ბილიკი. უახლოეს დროში ასეთივე სამუშაოები დაიწყება ძირითად სტადიონზე.

ბაქოს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა
ბაქოს ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 63 ათას მაყურებელს დაიტევს, იქნება პირველი ევროპული თამაშების გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიის ჩატარების ადგილი.
მშენებლობის მენეჯერის ევრან თოქმაკის თქმით, ეს პროექტი შენდება დაჩქარებული ტემპით და 2015 წლის თებერვალში ექსპლოატაციაში ჩაეშვება, რითაც მოიხსნება ასეთი მასშტაბის მშენებლობის ტემპის რეკორდი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტადიონს ექნება ფასადის უნიკალური განათების სისტემა დიოდური განათების ლამპიონების წყალობით, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ათასობით მეტრის დაშორებიდან დაინახო გამოსახულებები ფასადზე.
იგეგმება სხვადასხვა ფუნქციური ტრიბუნების მშენებლობა, სარბენი ბილიკების და სხვა ინფრასტუქტურის მოწყობა. ექვსსართულიანი სტადიონის სიმაღლე 62 მეტრია, მშენებლობა კი 50 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. სტადიონი ფიფას და უეფას სტანდარტების შესაბამისად შენდება. სტადიონზე იქნება სექტორები - VIP, CIP, მედიისთვის და შშმ პირებისთვის. სათამაშო მოედანს ექნება 4 შესასვლელი, ხოლო ტრიბუნებს - 26.
იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონზე ხალხი ძირითადად ავტოტრანსპორტით მოდის, იქვე შენდება 3000 ადგილიანი ავტოპარკი. სტადიონის ირგვლივ, 82 ათას კვადრატულ მეტრ ფართობაზე დაიგება მწვანე ბილიკები. ორიგინალური პროექტით მშენებარე ბაქოს ოლიმპიური სტადიონი მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდიოზული და უნიკალური სპორტული ადგილი იქნება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა 640 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ამ ხარჯების დაფარვა საკუთარ თავზე სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ აიღო.

ბაქოს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა
გადაწყვეტილია, რომ ევროპის თამაშები 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, თუმცა პირველის ჩატარება ყოველთვის რთულია.
საინფორმაციო სააგენტო Neurope.eu-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილჰამ ალიევმა თქვა: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ორგანიზებას იმაზე მაღალ დონეზე გავუკეთებთ პირველ ევროპულ თამაშებს, ვიდრე მოსალოდნელია. ფაქტობრივად, ევროპულ თამაშებთან დაკავშირებით აზერბაიჯანში შექმნილი სტანდარტები დაედება საფუძვლად მომდევნო ევროპულ თამაშებს”.
Eurasia.net-ის ინფორმაციით, პირველი ევროპული თამაშების ჩატარება დაახლოებით 1.25 მილიარდი დოლარი დაჯდება. თავად თამაშების ორგანიზატორები ხარჯების შესახებ ციფრებს არ ახმაურებენ. დღეის მდგომარეობით, პირველი ევროპული თამაშების სპონსორები უკვე არიან მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: ნავთობის კომპანია bp, საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი Procter&Gamble, საათების მწარმოებელი Tissot, სწრაფი კვების ფართო ქსელი McDonalds, ასევე, მოსალოდნელია ამ სიის გაფართოება ადგილობრივი კომპანიებით, რომელთა შორის უკვე დაანონსდა მობილური ოპერატორის NarMobile-ის მონაწილეობა.
ევროპის თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია 2015 წლის 12 ივნისს გაიმართება და 17 დღის განმავლობაში 6000-ზე მეტი ათლეტი სპორტის 19 სახეობაში იბრძოლებს 239 მედლის მოსაპოვებლად.
საიტი:http://www.baku2015.com/
მედლები
საქართველოს ნაკრებები12-დან 28 ივნისის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპის პირველი თამაშები გაიმართება. ბებერი კონტინენტის ოლიმპიადაში სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ისტორიული თამაშების მონაწილეთა შორისაა საქართველოც: ჩვენი ოლიმპიური გუნდის პირველი ნაწილი ბაქოში 11-12 ივნისს გაემგზავრება, დანარჩენი კი – შეჯიბრების თარიღების მიხედვით. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სადღეისო ინფორმაციით, გუნდი შემდეგი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული:
ტყვიის სროლა
ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, ცოტნე მაჭავარიანი
ველოსპორტი
გიორგი ნარეკლიშვილი, დიმიტრი ხოსიაური, ბესიკ გავაშელი
ფარიკაობა
თეონა გოგლიძე, თეოდორა კახიანი
კრივი
სევერიანე ჭილაძე, გიორგი გოგატიშვილი, ირაკლი მელიქიშვილი, ოთარ ერანოსიანი, გელა აბაშიძე, ბადრი ხარძიანი, ნიკოლოზ სეხნიაშვილი, ლევან გულედანი, მიხეილ ბახტიძე
მშვილდოსნობა
ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე, ქრისტინე ესებუა, ლაშა ფხაკაძე
კანოე
ბადრი ყაველაშვილი, ზაზა ნადირაძე, ვლადა კოსიტსკა
წყალში ხტომა
თამარ სიჭინავა
ცურვა
აკაკი ვაშაკიძე, გიორგი ბიგანიშვილი, ჯუდერ ბიჭიკაშვილი
მხატვრული ტანვარჯიში
სალომე ფაჟავა
სპორტული ტანვარჯიში
პაატა ნოზაძე, ნატო ძიძიგური
ბატუტი
თენგიზ კოშკაძე, თამარ კაკაშვილი
კარატე
ირაკლი ტყებუჩავა
თავისუფალი ჭიდაობა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე, ავთანდილ კენჭაძე, დავით ტლაშაძე, ჯუმბერ ყველაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
გიზო ლომიძე, საჩინო დავითაია, მინდია წულუკიძე, ზურაბ დათუნაშვილი, ლაშა გობაძე, მათე სოფაძე, მიხეილ ქაჯაია, იაკობ ქაჯაია
ძიუდო
ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი
სამბო
ვახტანგ ჩიდრაშვილი, კახა მამულაშვილი, დავით კარბელაშვილი, ნოდარ მეტრეველი, შორენა შარაძე, თეა სუხიტაშვილი
მძლეოსნობა
ბაჩანა ხორავა, იოსებ მარუქაშვილი, ნიკა კარტავცევი, თენგიზ ღვინჯილია, გიგლა ზილბერშტეინი, ჯეირან ხოფერია, დავით ხარაზიშვილი, თემურ ცირამუა, დენის ჟვანია, ზურაბ გოგოჭური, გიორგი გურეშიძე, გოგა ჭიხვარია, ილია მარტყოფლიშვილი, როსტომ ჭინჭარაული, ლაშა თორღვაიძე, ჯიმშერ მურადოვი, ენდრიკ ზილბერშტეინი, გიორგი აზარაშვილი, ლუდვიკ ზილბერშტეინი, სოსო გოგოძე, მარიამ ჩაკებერია, თეო მაჭარაშვილი, მარიამ ბედუკაძე, მარი მარტინენკო, თინათინ პაპუაშვილი, გიული დეკენაძე, მარი ჭეიძე, მაიკო გოგოლაძე, ვალენტინა ლიაშენკო, დიანა ზოლოტუხინა, ირინა მიკიტიუკი, სოფო შათირიშვილი, ლალი კალაძე, ნინო წიქვაძე, სოფო ჩალაშვილი, ალექსანდრა მშვიდობაძე, ნანი ცერცვაძე
I ევროპული თამაშების პროგრამაში შესული 20 სახეობიდან 18 ოლიმპიურია, თუმცა ორში, კალათბურთსა და ფეხბურთში მედლები არაოლიმპიურ დისციპლინებში გათამაშდება: კალათბურთელები 3X3-ზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ფეხბურთელები კი პლაჟზე. რაც შეეხება სპორტის არაოლიმპიურ სახეობებს, ესენია სამბო და კარატე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაქოში სპორტის 12 სახეობაში გათამაშდება რიო დე ჟანეიროს საგაისო ოლიმპიადის ლიცენზიები. ესენია: მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, კრივი, ველოსპორტი, ძიუდო, ტყვიის სროლა, ცურვა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ტრიატლონი, ფრენბურთი და ჭიდაობა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, შოტლანდიაში დაგეგმილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი I ევროპულმა თამაშებმა ჩაანაცვლა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო გაერთიანებულმა მსოფლიო ჭიდაობამ – ევროპირველობის ადგილი საერთაშორისო კალენდარში ბაქო 2015-მა დაიკავა.
რაც შეეხება საპრიზო თანხას, ცნობილია, რომ ბაქო 2015-ის ჩემპიონი 68 ათას ლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი – 51 ათასით დაჯილდოვდება, ბრინჯაოსმედალოსანს კი 34 ათასი გადაეცემა. ასევე გათვალისწინებულია პრემიები მწვრთნელებისთვის.
ორშაბათს, 8 ივნისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩვენი გუნდის საზეიმო გაცილება და ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
პირველი ევროპული თამაშების ბაქოში ჩატარება 2012 წლის 8 დეკემბერს რომში გადაწყდა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 41-ე ყრილობაზე. ბაქო ერთადერთი კანდიდატი იყო და კენჭისყრაში 48 ხმიდან 38-მა ბაქოს მასპინძლობას დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა[4]. სომხეთის წარმომადგენლობამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა
პ.ს უფრო სწორად ბაქოს პირველი ევროპული თამაშები მოდერ შეასწორე პლიზ
* * *
მედროშე:ზურა დათუნაშვილი.......................
This post has been edited by Malouda on 11 Jun 2015, 19:08