თუ ჩამითრია გავათენებ კიდეც, არც ეგაა პრობლემა. ოქრო ავიღოთ და 2 დღე არ დავიძინებ
* * *
დღეს ბერძნულ რომაულები დაიწყებენ
66კგ წინასწარი ეტაპიდანShmagi BOLKVADZE (GEO) vs. Jair Alexis CUERO MUNOZ (COL)
75კგ მე-16 ფინალიდანAleksandrs VISNAKOVS (LAT) vs. Zurabi DATUNASHVILI (GEO)
98კგ მე-16 ფინალიდან Daniel GASTL (AUT) vs. Mikheil KAJAIA (GEO)
წესით არუნდა გაუჭირდეთ პირველი შეხვედრების მოგება. დათუნაშვილისგან მედალს ველი
* * *
9 საათზე იწყებენ
დღეს დილით ლას ვეგასში ამ წონების წილისყრა გაიმართა და, საბედნიეროდ, გაუმართლა ჩვენი გუნდის ლიდერ დათუნაშვილს. ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უტიტულო ლატვიელ ალექსანდრს ვისნაკოვსს ხვდება, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი კიდევ უფრო უცნობები ელოდებიან - გუამელ იოსეპ მიხალ რიკარდ ლოპესსა და ჩინელ ბინ იანგს შორის უმჯობესი.
ამ ეტაპის დაძლევით დათუნაშვილი მეოთხედფინალში გავა, სადაც შედარებით ძლიერი სავარაუდო კონკურენტები ჰყავს, რომელთაგანაც, უპირველესად, გერმანელი პასკალ ეისელი და ირანელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სეიედ მორად აბდვალი უნდა დავასახელოთ.
ბოლქვაძე პირველივე წრიდან ერთვება შეჯიბრებაში კოლუმბიელ ხაირ ალექსის მუნოს გუეროსთან შეხვედრით. ამათში გამარჯვებულს შემდეგ ეტაპზე თურქ აბდულსამეტ გუნალსა და უზბეკ ალექსანდრ ლოხოვის წყვილში უძლიერესი შეხვდება.
პირველ წრეში ისვენებს მიხეილ ქაჯაიაც, მერე კი ავსტრიელ დანიელ გასტლს შეხვდება. ბადის ამავე მხარესაა სომეხთა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი არტურ ალექსანიანი და ამით ყველაფერია ნათქვამი.
მსოფლიოს ჩემპიონატში ხვალ, 8 სექტემბერს, 59, 71, 80 და 130 კილოგრამების ფალავნები გამოვლენ, ზეგ კი "ბერძენ-რომაელებიდან" მხოლოდ ერთი წონა - 85 იქნება. ჩვენს ნაკრებში მურად მიქელაძე (59), გოგა აფრიამაშვილი (71), ლაშა გობაძე (80), მათე სოფაძე (85) და იაკობ ქაჯაია (130) შედიან. ამასთან, ეს სალიცენზიო ტურნირია, სადაც წონის პირველი ექვსეული რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურებსაც მიიღებს, თუმცა "ბერძენ-რომაელთაგან" ორი წონა - 71 და 80 კილოგრამი არაა ოლიმპიური კატეგორიის და იქ მხოლოდ მსოფლიოს მედლები თამაშდება.
http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/klas...i-cnobilia.htmlირაკლის სტატია დავაკოპირე. ამით ყველაფერია ნათქვვამი