არასდროს არაფერი გამხარებია მაგ დღეზე,მაგ გოლზე და მაგ თამაშზე მეტად
ასკა კიდე,დანია,საბერძნეთი და ბევრი რამეს მერე ისეც მიყვარს
უბრალოდ,მაგ დღის გამო ყოველთვის,ყველაზე მეტად და სხვანაირად მეყვარება
აკას სტატია,თამაშის მეორე დღის სარბიელი,ყველაზე მაგარი ნომერი იყო,გაზეთის არსებობის ისტორიაში,ივოს სურათით,თავისი გმირებით და ზოგადად
საერთოდ ჯობია ვთქვათ,რომ საქართველო გრუზია აღარ არის.
ჯობია ასე ვთქვათ,იმიტომ,რომ ვინც ოთხშაბათ ღამით ზეიმობდა თბილისიში,ვინც ოთხშაბათს ღამით უცინოდა ერთმანეთს,ვინც არ ხულიგნობდა,არამედ იცინოდა და ბღაოდა საკუთარი ღირსების არსებობის გამო,იმათ არ იციან რა არის გრუზია.
ისინი უბრალოდ გვიან დაიბადნენ და არ იციან,რომ არსებობდა გრუზია.
მათ იციან რომ არსებობს საქართველო,რომელმაც ფეხბურთში მინდორზე ათას რამესთან ერთად,გრუზიაც დაამარცხა
ამ უბედურ,დამარცხებულ,ეჭვიან ქვეყანაში ოთხშაბათს საქართველომ გაიმარჯვა.გაიმარჯვა უბრალო,ღარიბმა გაწვალებულმა ქვეყანამ-ყოველგვარი პოლიტიკის,ბრძნული აზრების,უფროსთა დარიგების გარეშე.იცინა და იმხიარულა ამ ქვეყანამ პირველად,როგორც ქვეყანამ და იცინა და იმხიარულა სწორედ იმათთან ბრძოლის შემდეგ,ვინც თავისი ბომბებით და გაუმაძღრობით ორასი წელიწადია,გახრა და გადააგვარა ეს ქვეყანა.
ეს ფეხბურთი იყო.ერთი რიგით მატჩი იყო ევროპული ცხრილებისთვის.საქართველო-რუსეთი,გადადებული,ინტრიგებით სავსე:ნეიტრალური მინდვრებით,უმაყურებლო სტადიონებით,დროშების ჭიდაობებით და უამრავი სხვა ამბებით.
ეს ფეხბურთი იყო,მაგრამ ცხოვრებად იქცა.
იმიტომ,რომ ნამდვილი ფეხბურთი იყო.მგონი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველად შეიგრძნეს ნამდვილი გამარჯვების გემო.საქართველომ პირველად მოიგო პრინციპული თამაში.მოიგო საქმის ცოდნით და ომით,გაიძლიერებითა და წვალებით,პროფესიონალიზმით.საქართველოს სცოდნია თამაშიც და ბრძოლაც,საქართველოს ნდომებია თამაშიც და ბრძოლაც,და ხალხიც,ეს გახარებული ხალხი,ეს პატარა ბიჭები რომლებმაც არ იციან რა არის გრუზია და ეს ძიაკაცები,რომლებიც მძიმედ,მაგრამ ალალად ივიწყებენ რა არის გრუზია.
ამიტომ იყო,პირველად ამდენი წლის შემდეგ ხალხმა ფეხბურთი დაინახა.ყველა გრძნობდა ეს რა თამაშიც იყო ერთი თვის წინათ აგრე დაცემული და ხულიგნობით შერცხვენილი ქართველი მაყურებელი ოთხშაბათს საღამოს იყო ნამდვილი,გულწრფელი და კი არ კლავდა,არამედ ეხმარებოდა თავის ფეხბურთელებს.მგონი ესეც პირველად მოხდა მას შემდეგ,რაც საქართველო აღარ არის გრუზია.
ნამდვილი საქართველო,ნამდვილი ფეხბურთი.
თუ გავიხსენებთ ერთ ზღვისგაღმურ გამოთქმას სულ სხვა ქვეყნის შესახებ,შეგვიძლია ვთქვათ,რომ იმ ღამით საქართველო თბილისის ქუჩებში დაიბადა.საქართველო ხელახლა დაიბადა,ხალხი დაიბადა ხელახლა,რადგან თავისუფლების და იმედის აღუწერელი შეგრძნება,ვაკიდან რომ გამოედინა და თავისუფლების მოედნამდე მივიდა,სხვა რამისაა და არა იმის,რომ საქართველო არის რაღაც სისულელეებით და პოლიტიკით გამოჭედილი ქვეყანა.იქ ჩანდა,რომ ეს ხალხის ქვეყანაა.ჩვენ ხალხი ვართ!ნამდვილი ქვეყნისთვის აუცილებელი ეს სამი სიტყვა იმ ღამეს იყო და ამ სიტყვებს გამაგრება სჭირდება.იქ ახალგაზრდობა იყო,რომელმაც ალბათ ბევრი რამე არ იცის,მაგრამ გრძნობს იმას რაც ნაღდია.იცის რაც ნაღდია.იცის,რომ ოქრო ოქროა,ნაგავი კი-ნაგავი.
და მერე იტყვიან რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია.
თუ მხოლოდ თამაში და ფულია კაზინოში დაეტეოდა და ქუჩებს,ქალაქებს და ქვეყნებს არ მოითხოვდა.ღრიალი,ცრემლი და დროშები არ დასჭირდებოდა.
თამაშის შემდეგ რუსებს აღარავინ ახსენებდა.მთავარი საქართველო იყო,იმიტო რომ ეს არ იყო ისეთი აუტანელი რამ,პოლიტიკა რომ ქვია.ეს ცხოვრება იყო.ჩვენი ჩამწვარი,ცამეტი ტყვიით დახვრეტილი ცხოვრება,რომელშიც გაჩდა ნამდვილი,ნამდვილი თამაში,ნამდვილი გრძნობა,ნამდვილი ქვეყანა,ნამდვილი ხალხი.
რუსებმა მგონი კი ეგრეც ვერ გაიგეს რომ სტუმრად იყვნენ,რომ სხვა ქვეყანაში არიან,რომ სახმრეთის გუბერნიაში არ ჩასულან ბურთის ასაკენწლად,რომ ნამდვილ საქართველოში ნამდვილ საქართველოს ვერ დაამრცხებ,როგორც შენ ნაცნობ და ხელქვეით შინაყმას.
ასეთი თამაში იყო,ასეთი ფებხურთი იყო,ასეთი ქვეყანა იყო.ხალხის თითო-თითო ადამიანის და ყველასი ერთად.იმის გარდა ვისაც ჯერ კიდე ატკბობს უვარგისი სიტყვა გრუზია.
ფეხბურთი ბრუნდება,ჩვენი ნამდვილი სიხარული ყველაზე გულწრფელი რამ,რაც შეიძლება ამ ქვეყანში არსბობდეს.
აკა მორჩილაძე (post #34825926)სურათიც მიდევს მანდ სტატიის
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @