როგორც მოსალოდნელი იყო სრული კატასტროფაა ეს ფეხბურთის განვითარების პროგრამა და ფონდი ხო საერთოდ..
რას აშენებენ ესენი იციან საერთოდ?
"სახელმწიფო ფეხბურთს" ???
ციტატები ნახეთ პროსტა:
"კლუბს ვერ მივცემთ იმის უფლებას, შეკრებაზე 50 კაცი წაიყვანოს, 70 ლარის ნაცვლად, თითო მოთამაშეზე 150 ლარი იხადოს და საერთო ხარჯი 120 ათას ლარამდე გაზარდოს. ფედერაციას ვთხოვთ, რომ შეკრებაზე წასასვლელი მოთამაშეების რეკომენდებული რაოდენობა გვითხრას"

(ეს ჩემპია თუ სოციალური დახმარების სააგენტო???)
"ვერც 200-ათასლარიანი ავტობუსის შეძენისა და მთელი ბიუჯეტის ხელფას-პრემიებში დახარჯვის უფლებას მივცემთ. მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც არ ვეტყვით, რომ ფეხბურთელს 1 000 ლარზე მეტი არ გადაუხადონ"
"მოითხოვეს ოფისისთვის 3 500 ლარად ღირებული კომპიუტერი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ვისაც კომპიუტერი სჭირდება, შევუძენთ, მაგრამ არა - ამ ფასად. 700-ლარიანი კომპიუტერებიც სავსებით საკმარისია"
"როცა წაგებული თამაშისთვის პრემიას ითხოვენ, როგორ შეიძლება, ეს დააკმაყოფილო?! უარს რომ ვამბობთ, ამის გამო უკმაყოფილება ჩნდება. მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის"
"ფონდი გამოაცხადებს ერთიან შესყიდვებს - მაგალითად, ფორმებზე, ბურთებზე, მოსამზადებელ ეტაპზე სასტუმროების დაქირავებაზე. მერე ყველა დაინტერესებულ კომპანიას თუ სასტუმროს მოიწვევს და გამარჯვებულს ტენდერში გამოავლენს. რა თქმა უნდა, ასე ყველა პროდუქტი თუ სერვისი ბევრად იაფი დაჯდება. სად ერთი კლუბი რომ იყიდის და სად - 10! " (სსრკ აღდგა და ჩვენ არ ვიცით?)
რაში იყრება ჩვენი ფული? კატასტროფაა სრული
ამ ტიპს კიდე ექნება ასე 5კ ხელფასი პლუს პრემია.. თუ მეტი არა..
იმიტომაც გამოიქცა სურსათის ეროვნული სააგენტოდან ფეხბურთის განვითარების ფონდის უფროსის პოსტზე
This post has been edited by guriaaa on 12 May 2016, 22:34