ALE-777ცხინვალს უეფას ლიცენზი არ მიუღია !!
http://gff.ge/ka/Home/Documents/55აქ არი ყველაფერი ლიცენზირებაზე
* * *
sviri2არსებობს აპელაცია და ტრიბუნალი, რაც ახანგრძლივებს ვადებს ..თუ კლუბი თვლის რომ უსამართლოდ არ მისცეს ლიცენზია, ასაჩივრებს სააპელაციოში. თუ სააპელაციომაც არ დაუკმაყოფილა მაშინ მიდის ტრიბუნალში რისი საბოლოო ვადაც არის 31 მაისი.
ფედერაციის პრეზიდენტი არ გასცემს ლიცენზიას ,დამოუკიდებელი ორგანოა ლიცენზირების განყოფილება უეფაზე ბევრად ჩამოკიდებული ვიდრე სფფ-ზე ,უეფა აკონტროლებს ამ განყოფილებას რამდენად ობიექტურად გასცა ლიცენზია
ისე ფაქტებისთვის:
მარტვილის მერანი თითქმის გავარდნილი გუნდი - მფლობელი აღმასკომში (ილია ინჯია), ვიცე პრეზიდენტი (ნიკოლოზ ჯღარკავა) მარტვილელი
თერჯოლის საპოვნელა თითქმის გავარდნილი გუნდი - ვიცე პრეზიდენტი (კახაბერ ჭუმბურიძე) თერჯოლელი
გაგრა - მფლობელი აღმასკომში (ბესიკ ჩიხრაძე) ვერ აიღო ლიცენზია და ვერ გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში
გარდაბანი - რაიონის გამგებელი აღმასკომში (გოჩა ჯამარაული) არჩევნების წელი , გუშინ წააგო გადმოსასვლელი თამაში ცხუმთან და მსაჯებმა გაწირესო ვერ იტყვი, მაგრამ ცხუმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები უფრო მიიღესო
ოზურგეთის მერცხალი - გავარდა პირველი ლიგიდან - გენერალური მდივანი (დავით მუჯირი) ოზურგეთელი
ლიახვი - მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური, ვერ აიღო ლიცენზია და ვერ გადმოდის. პოლიტიკური პროდუქტი (თამაშობს 15 თუ 20 ოსი). ჩვეულებრივად შეუძლია ფედერაციას, პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას და ვიღაცების თვალში ქულები დაიწეროს, მაგრამ არ აკეთებს
ზესტაფონი - გაურკვეველია გუნდის ბედი. სფფ ხელმძღვანელობის აქტიური მხარდამჭერი და დიდწილად განმაპირობებლების იმის ,რომ სიჭინავა & არველაძის მაიმუნობა და ფეხბურთის მტრობა ფართო მასებმა გაიგეს. ჩემთვისაც გაუგებარია ამ გუნდის ირგვლივ რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ჯერაც გაურკვევლობაა და ინიციატივა არ ჩანს არცერთი მხრიდან
ეს ყველაფერი ანალიზისთვის
პ.ს. თქვენი აზრით, ძველი ხელმძღვანელების დროს, მსგავსი შემადგენლობის გამოყენება როგორ მოხდებოდა და რა შედეგებით დასრულდებოდა ე.წ ლიცენზირებებიც და თუნდაც კონკრეტული მატჩები?
This post has been edited by denislaw on 13 May 2016, 14:00