პატარას ,,წავიფილოსოფოსებ'' იმედია არ დამძრახავთ
სპორტში წარმატების მისაღწევად ძირითადი ფაქტორებია
ძალა
ამტანობა/გამძლეობა
მოქნილობა
სპორტული აზროვნება
განვიხილოთ თითოეული მათგანი
ძალა, საბედნიეროდ ქართველებს ეს უნარი საკმარისად გვაქვს, გენეტიკურია, ბუნებრივი თუ რაც არის ქართველელებს ძალის არ ქონას ვერ დაგვაბრალებენ
ამტანობა/გამძლეობა- ეს არის ის უნარი რაშიც ყველაზე მეტად გვერხევა
ავიღოთ ფეხბურთის მაგალითი, სანამ ფეხბურთში თამაშის დროს საშუალო დაფარული მანძილი 6-7 კმ იყო, მეტნაკლებად წარმატებით ვთამაშობდით ამ სპორტს
90-იანების ბოლოს როცა 7-8 კმ-მდე გაიზარდა დაფარული დისტანცია, ჩვენმა შედეგებმა მნიშვნელოვნად დაიკო
2005-დან როცა 10 კმ-ს ასცდა დაფარული დისტანცია კი ხედავ სად აღმოვჩნდით
კი ბატონო, სიზარმაცეც და კიდევ უამრავი ფაქტორის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის რომ ამ ეტაპზე ქართველში ამტანობა არ დევს
იგივე რაგბის მაგალითი ავიღოთ, ხომ გვყავს სასახელო ბიჭები, მაგრამ წარმატებას ფაქტიურად ჯანის ხარჯზე ვაღწევთ, მიუხედავად იმისა რომ ნაკრების დონეზე მოიმატა ტემპის ხარისხმა და თითქმის თამაშის ბოლომდე არ ვარდება, მაგრამ ბოლოს სულ დაცვა გვიწევს ხოლმე თუ დააკვირდებით.
მოქნილობა- ამ მონაცემშიც საშუალოს დაუწერდი საქართველოს (გამონაკლისები ყველგან არის), მაგრამ მოქნილობა ამტანობისგან განსხვავებით შედარებით ადვილად გამოსწორებადი უნარი მგონია
სპორტული აზროვნება-ეს უნარი მეტნაკლებად გვაქვს მაგრამ ძირითადად ინდივიდუალურ სახეობებში ვლინდება
ხელის შემშლელი ფაქტორებში პირველ ადგილზე დგას სპორტული ,,ეგოიზმი''
ამ ფაქტის დასამტკიცებლად უბრალოდ გადახედეტ ჩვენი სპორტის ისტორიას თუ სად გვაქს უფრო მეტი და უფრო დიდი წარმატება(ები) მიღწეული.
აი ამ მინუსის გამოსწორებას რამდენიმე ათწლეული დასჭირდება (სანამ ერის ცნობიერი არ შეიცვლება)
ასევე ამტანობის გამოსწორებას დასჭირდება თაობები(სანამ დღევანდელი თაობის შვილები ან შვილიშვილები არ მოვლენ სპორტში)ესეც იმ შემთხვევაში დღესვე სკოლებიდან დაიწყება საკმაოდ წარმატებული მძლეოსნობის პროგრამა
ეხლა ისეც არ იფიქროთ ასე პესიმისტურია ყველაფერი, უბრალოდ ნელნელა აიწევა დონე და დაახლოებით მაგ პერიოდში გაუთანაბრდება ტავმოყვარე ქვეყნებს
მანმდე სად შეგვიძლია ასე ვთქვათ უეცარი წარმატების მიღწევა
ვინაიდან ამტანობა ჩვენი მინუსია თავიდანვე გამოირიცხა დიდი დისტანციები (სირბილი, ცურვა, ნიჩბოსნობა)
აი მოკლე დისტანციაზე სადაც კუნთი მუშაობს და ფინიშიც ერთ ამოსუნთქვაზეა ალბათ სირბილის გარდა ყველგან გვექნება შანსი
ნიჩნოსნობაშიც და ცატას წავიოპტიმისტებ , ცურვაში

(სადაც იმ ინდონეზიელმა ფელპსი დატოვა გაღიმებული)
ასევე მილიონი მთის მდინარის პატრონს რატო უნდა გვქონდეს სამოყვარულო ეგ სპორტი?რატომაც არა, სუფთა კუნთის და ძალის სპორტია
ნუ ჭიდაობები ისედაც (თუმცა ყველა ამჩნევდით თუ როგორი სუნთქვითი პრობლემები გვქონდა თუ საწყის ეტაპზე ვერ ვახერხებდით წარმატებას, განსხვავებით ,,საჭიდაო'' ქვეყნებიდან)
სამწუხაროდ ბოქსი მარტო ძალა აღარ არის და ამის გამო ძალიან ჩამოვრჩით ამ სპორტს

ცოტა მოქნილობას თუ მოუმატებენ ჩვენები, შეიძლება წყალში მხტომელი ჩინელების და ტანმოვარჯიშე იაპონელ-ამერიკელთა შეწუხება
სამწუხაროდ იგივე ამტანობა-გამძლეობის მოუგვარებლად აფსურდი მგონია სათამაშო სახეობებში წარმატების მიღწევა
მძლეოსნობაში შეიძლება ძალური სპორტების დაწინაურება ( შუბის სროლა, ბირთვის კვრა ან ურო)
ასევე ხტომაც(მაგრამ ისე არა ჩვენმა რომ ჰქმნა)
მოკლედ მიზანმიმართულად თუ მიუდგებიან სპორტს, არასაჭიდაო და არასაძალოსნო სპორტებიდან 5-6 მედალი მიღწევადი მგონია
ნუ ეს ჩემი მოსაზრებებია და სავალდებულო არაა სწორი იყოს
This post has been edited by AVIATORI01 on 19 Aug 2016, 16:31