ირაკლი თურმანიძე მოდის
ძალოსნობა ახლობელი გახდა. ჩემი, ბევრსი, ვინც ჩემთან ახლობლობს. ბოლო წლებში ძაან კარგი შედეგები გვაქვს და ბოლო წლებში ძაან ბევრს მივაღწიეთ. ლაშა ტალახაძემ მოიგო ევროპა და მალე მსოფლიოს ჩემპიონის დამსახურებულ რეგალიებსაც მიიღებს. მანამდე იყო ის, კიდევ ერთი გოლიათი, რომელიც რიოში ლაშასთან ერთად დაიცავს საქართველოს ღირსებას. და არა მხოლოდ ღირსებას.
ირაკლი თურმანიძე.
ეს შარშან იყო. სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატი მიდის. ველოდები თურმანიძის გამოსვლას. ირაკლის არ ვინცობდი. უბრალოდ, ნანახი მყავდა და უბრალოდ, ირაკლი ზედმეტად დადებითი იყო. დღესაც ასეთია. საერთოდ არ შეცვლილა. დიდი და ბომბორა კაცები არ იცვლებიან. ისინი ყოველთვის კეთილები და ლმობიერები არიან. ყოველთვის გჩუქნიან ღიმილს და ყოველთვის დაუნდობლად გამტანები არიან.
თურმანიძეც ეგეთია. იგებს და მოიგებს. სადღაც, ცოტა არ გაუმართლებს. სადღაც, სხვა უკეთესი იქნება, მაგრამ ირაკლი მეომარია და ირაკლის ყველა ვგულშემატკივრობთ.
ბაზალეთის ბაზაზე ბიჭებს დავხედეთ. გია ასანიძე მშვიდი, მომთხოვნი მწვრთნელია. ბიჭებიც მშვიდად და ბოლომდე აკეთებენ საქმეს. თურმანიძეც ეგრეა. მოემზადება, აიტაცებს ცივ რკინას და უემოციოდ დააბრუნებს იქ, საიდანაც აიღო.
თურმანიძე და ტალახაძე ერთ წონაში არიან. ლაშას ბოლო პერიოდში უკეთესი შედეგები აქვს. და თურმანიძე რიოში თავისი შედეგისთვის მიდის. რომ მაქსიმუმი გააკეთოს. რომ ჩვენი ნაკრებისთვის ეს მაქსიმუმი ფასდაუდებელი გახდეს. თურმანიძე კარგი თანაგუნდელია.
გია ასანიძე: „ირაკლი ჩვენი ნაკრების ლიდერი, შეუცვლელი წევრია. ირაკლი გამოცდილებით, კლასით იგებს და ნაკრებისთვის ის შეუცვლელია. მაგალითი ახალგაზრდებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი, კაპიტანი. ირაკლი თურმანიძეს ყველა უსმენს და იზიარებს მის აზრს. წარმატებული სპორტსმენი, რომელიც კიდევ ბევრს მიაღწევს.“
ჩვენ გვჯერა ასანიძის. და ჩვენ ვენდობით თურმანიძეს. რომელმაც აქ, თბილისში, შარშან ევროპა მოიგო.
რიოში შევხვდებით.
მიდი, ირაკლი, მიაწექი.
http://24saati.ge/news/story/46196-irakli-turmanidze-modis