ბავშვთა შერჩევები ლოკომოტივის აკადემიაში
17 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე! საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივის აკადემია აცხადებს 2003, 2004, 2005, 2006, 2007 წლებში დაბადებული ბავშვების შერჩევას და მიღებას.
ბავშვების შერჩევა გაიმართება საგურამოში, ლოკომოტივის სამწვრთნელო ბაზაზე და ვერის ბაღში. 2003, 2004, 2005 წელს დაბადებული ბავშვების შერჩევა მოხდება საგურამოში, ხოლო 2006 და 2007 წლებში დაბადებული ბავშვების კი თბილისში, ვერის ბაღში. ფეხბურთელების საგურამოში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ლოკომოტივის აკადემია.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ლინკზე. – რეგისტრაცია დაწყებულია, ჩვენთან მხოლოდ საუკეთესოები დარჩებიან.
17, 18, 19 დეკემბერი – საგურამო
2003 წლიანების თამაში
2004 წლიანების თამაში
2005 წლიანების თამაში
20, 21 და 22 დეკემბერი – ვერის ბაღი
2006 წლიანების თამაში
2007 წლიანების თამაში
ფეხბურთელების შერჩევის პროცესს დაესწრებიან ლოკომოტივის როგორც უმაღლესი გუნდის, ასევე ყველა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები (მათ შორის ჟერარდ სარაგოსა და გიორგი მინაშვილი) და სკაუტები.
შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივის აკადემია 13 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის არის ფასიანი :
საგურამო – 2003, 2004, 2005 წელს დაბადებულები – 140 ლარი
ვერის ბაღი – 2006, 2007, 2008 და 2009 წელს დაბადებულები – 80 ლარი.(ძმების შემთხვევაში მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება)
გისურვებთ წარმატებებს.
ლოკომოტივის აკადემია – ქართული ფეხბურთის მომავალი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დროულად გაიაროთ რეგისტრაცია:
http://goo.gl/forms/6W3JDE5XUCშერჩევაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: +995 551 53 10 10 ან +995 599 730 730
http://fcloco.ge/?p=1582